workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გერდ მიულერი გარდაიცვალა

გერდ მიულერი გარდაიცვალა

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთის გერმანელი ლეგენდა გერდ მიულერი 75 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობით გარდაიცვალა.

გერდ მიულერი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი გოლეადორი იყო. ის იმ იშვიათ ფეხბურთელებს შორის შედის, რომლებსაც ნაკრებში თამაშზე მეტი გოლი აქვთ გატანილი, ასეთ დონეზე კი ასეთი შედეგით ერთადერთია. გერმანიის ნაკრების მაისურით გამართულ 62 მატჩში მან 68 გოლის გატანა მოახერხა. საკლუბო ფეხბურთში კი მის აქტივში 650-ზე მეტი გოლია.

მომხდარს გამოეხმაურა “ბარსელონა”, რომელმაც სამძიმრის ტექსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა:

ვუსამძიმრებთ გერდ მიულერის ოჯახსა და მეგობრებს. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა იყო. მშვიდად განისვენე.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

  • azulgerana
    schedule 21 აგვ 2021, 06:31
    #8

    ციტატა: Bakero

    ციტატა: nika 54
    ამის თამაში კარგად მახსოვს, განსაკუთრებით 1974 წლის მუნდიალზე, კრუიფის ნიდერლანდებს მეორე ტაიმში სიქა გააძრო. კრუიფმაც კი ვერ უშველა თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ 1-0 იგებდნენ. ამას მარტო ლობანოვსკიმ აჯობა, 1975 ევროპის სუპერთასზე. თავისი დაცვითი სისტემით, ბლოხინმა კი მაგარი სოლო გოლი გაუტანა ლეოს სტილში. გაუტანა და ოქროს ბურთიც მიიღო. სუპერთასზე ითამაშეს. ბაიერნს ჩემპიონთა თასი ქონდა მოგებული კიევს თასების მფლობელთა თასი. რამდენი დრო გავიდა, ტელევიზორებიც მარტო შავ-თეთრები იყო. ეკრანი კი ალბათ მაქსიმუმ ორი მტკაველი იქნებოდა.

    კიი ფინალში 74-ში მაგარი ბურთი გაიტანა რითაც ჩემპიონები გახდნენ ერთ ერთი საუკეთესო ცენტრი იყო ყველა დროის ცხონებული არც სიმაღლე ჰქონდა და არც გაბარიტები მაგრამ საჯარიმოს შიგნით ღმერთი იყო სასწაული გოლის ალღო ჰქონდა …..ბლოხინმა რა ირბინა მაშიინ :))))

    აფსუს რა სანახავი იქნებოდაა

  • Bakero
    schedule 15 აგვ 2021, 21:41
    #7

    schedule 15 აგვ 2021, 20:01
    #6

    დასანანია.

  • nika 54
    schedule 15 აგვ 2021, 19:30
    #5

    ამის თამაში კარგად მახსოვს, განსაკუთრებით 1974 წლის მუნდიალზე, კრუიფის ნიდერლანდებს მეორე ტაიმში სიქა გააძრო. კრუიფმაც კი ვერ უშველა თუმცა პირველი ტაიმის შემდეგ 1-0 იგებდნენ. ამას მარტო ლობანოვსკიმ აჯობა, 1975 ევროპის სუპერთასზე. თავისი დაცვითი სისტემით, ბლოხინმა კი მაგარი სოლო გოლი გაუტანა ლეოს სტილში. გაუტანა და ოქროს ბურთიც მიიღო. სუპერთასზე ითამაშეს. ბაიერნს ჩემპიონთა თასი ქონდა მოგებული კიევს თასების მფლობელთა თასი. რამდენი დრო გავიდა, ტელევიზორებიც მარტო შავ-თეთრები იყო. ეკრანი კი ალბათ მაქსიმუმ ორი მტკაველი იქნებოდა.

  • Albicelecte
    schedule 15 აგვ 2021, 17:55
    #4

    ციტატა: La Pulga10
    პელეს ტრაკის ჟიმ-ჟიმი დაეწყო მგონი….

    მთლად ეგრეც არაა, 81 ხდება, მაგრამ ყავა, ბიზნესი და დასვენება…
    ბესტი-მარადონა-მიულერისთვის კიდევ დასალევი-ნარკოტიკი-დასალევი იყო წამყვანი და მაგან გადაიყოლა სამივე

    პელე რაკი 2014 -ში გადარჩა, ეხლა 90 სულ თავისუფლად გადააბიჯებს და აველანჟისავით, შეიძლება 100 მიუკაკუნოს კიდევაც

  • La Pulga10
    schedule 15 აგვ 2021, 17:14
    #3

    პელეს ტრაკის ჟიმ-ჟიმი დაეწყო მგონი….

  • Albicelecte
    schedule 15 აგვ 2021, 17:09
    #2

    დიდხანს იწვალა საწყალმა, მეგობრებიც ედგნენ გვერდში, რამდენიმეჯერ უმკურნალეს ალკოჰოლიზმზე
    კაიზერ ფრანცი ამბობდა, მის გარეშე ვერაფერს ვიზამდით და ჩვენი გუნდის წარმატებაში ლომის წილი ჰქონდაო, მას არასდროს მივატოვებთ გასაჭირშიო
    რამდენიმეჯერ ჩაუტარეს რეაბილიტაციის კურსი, მაინც არ შეეშვა ალკოჰოლს, ისე, როგორც დიეგო ნარკოტიკს
    კიდევ ერთი უდიდესი ფიგურა წავიდა ფეხბურთიდან
    Auf Wiedersehen გერდ…. cry

  • C.PC5
    schedule 15 აგვ 2021, 16:47
    #1

    შარშან მარადონა, ახლა მიულერი. როგორც ჩანს ღმერთს ღმერთები მიყავთ იმ ქვეყნად❤️😞 ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურა და ნამდვილად სამაგალითო ფეხბურთელი იყო. მშვიდად განისვენე ლეგენდავ❤️🙏