კატალონიური Sport “ბარსელონას” სატრანსფერო გეგმებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს – კლუბი ლონდონის “არსენალის” ორი ფეხბურთელის, პიერ-ემერიკ ობამეიანგისა და ალექსანდრ ლაკაზეტის სიტუაციას აკვირდება და იმ შემთხვევაში, თუ მარტინ ბრეითუეიტის სარფიანად გაყიდვას მოახერხებს, ერთ-ერთი მათგანის ტრანსფერზე მუშაობას დაიწყებს.
თავდამსხმელის შეძენა რონალდ კუმანის სურვილია. “ბარსას” მთავარმა მწვრთნელმა გუშინდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ამ პოზიციას გაძლიერება სჭირდება.
Sport წერს, რომ ობამეიანგი “ბარსელონაში” გადმოსვლაზე თანახმაა, მაგრამ “არსენალი” გაბონელი ფეხბურთელის უფასოდ დათმობას არ აპირებს. რაც შეეხება ლაკაზეტს, ის მალე თავისუფალი აგენტი ხდება და “მეთოფეები” მას უფრო ადვილად შეელევიან.
აღსანიშნავია, რომ “ბარსასთვის” ტრანსფერის სრული თანხის გადახდა თითქმის შეუძლებელი იქნება და ამიტომ კატალონიელები ფეხბურთელების გაცვლას განიხილავენ.




Not right
ობა არა, იმენა ლაკაზეტი…. კიდევ ერთი ფრანგი დაამატე
და ბარემ ვილარეალიდან ეტიენ კაპუ მოიყვანე, კაკრაზ რაიოლაც ყავს აგენტი ბონუსად
ჰო, კიდევ ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლიმპიადაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა
არავის არუნდა ეს ჩვენი ლენგლეეები და შლენგლეები და როგორ გაყიდოს ლაპორტა ღმერთი კი არაა
რითი აპირებს და რა საშუალებით ლაპორტა ახალი ფეხბურთელების მოყვანას გასაყიდები ვერ გაუყიდია ჯერ.
აბა აბა, უმთითი-ლენგლე არსად გაუშვა ლაპო

ობა არა, იმენა ლაკაზეტი…. კიდევ ერთი ფრანგი დაამატე
და ბარემ ვილარეალიდან ეტიენ კაპუ მოიყვანე, კაკრაზ რაიოლაც ყავს აგენტი ბონუსად
ჰო, კიდევ ანდრე-პიერ ჟინიაკი, ოლიმპიადაზე ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა
რა ლაკაზეტი და ობამეიანგი ხომ არ აბარდღალებთ ამას ლუის დიასი მოიყვანეთ თუ ვინმეს მოყვანა გინდათ
+1
ობამეიანგი არა ჩემი ფეხები, არც არავინ მოვა, ვერც ბრაიტს გაყიდიან. და რომც მოვიდეს ობა ბრაიტზე უკეთეს შედეგს ვერ დადებს. ამ აგუეროს კიდე გაუწყვიტონ კონტრაქტი, გვკლია მუქთა მჭამებლები? ეს მესის წასვლის მერე აღარც შემოვა, გოლსაც არ გაიტანს, მაქსიმალურად ეცდება 1 წელი გაიყვანოს და მერე სადმე სხვაგან გადავიდდეს სადაც მეტს გადაუხდიან
გუშინ ვკითხულობდი პსჟ მესის მაისურების გაყიდვით უკვე 47 მილიონი გამოიმუშავა! ბარსამ მესის წასვლით, ფეხბურთს რომ თავი დავანებოთ,130 მილიონზე მეტი იზარალა?!!! სადა არის აქ ლოგიკა? რა ლაკაზეტი ,რის ობამეინგი?
ჩემი აზრით ,რომ ამ სიტუაციას ვაკვირდები, ლაპორტამ და მესიმ მოილაპარაკეს შარშან, გაერთიანდნენ აჩკარიკას წინააღმდეგ, ჩამოაგდეს ის არაკაცი,სამაგიეროდ მესი უპრობლემოდ ,სიყვარულში და ცრემლებით გააცილეს პსჟ!!! ყველა კმაყოფილია,ქომაგების გარდა.იანვარში არ იცოდა რა ცუდ მდგომარეობაში იყო გუნდში? გაეგრძელებინა და ის კანონი არ შეეხებოდა! იანვარს ვინ ამბობს ორი დღით ადრე გადაწყვეტილია დარჩენაო! სპექტაკლი იყო. მესის გაუმარჯოს ყველაფერი კარგის ღირსია, რამდენი სიხარული გვაჩუქა! მაგრამ ასეთმა წასვლამ მაინც ხინჯი დატოვა.
ბარსას რაც შეეხება ,მაგ შრომის ვეტერანების მოყვანას ბარემ ახალგაზრდებზე გააკეთეთ აქცენტი.მართლა მაგარი თაობა გვყავს,იმედია ერთ ორ წელიწადში ისევ მაგარი გუნდი გახდება!!!
და მესი რო აიყვანონ იჯარით, ამაზე არ უფიქრიათ. თუ უკეთესს ეძებენ?
ობამეანგი მაშინ უნდა მოეყვანათ როცა დემბელე წამოიყვანეს დორტმუნდიდან. სულ მიკვირდა ობამეანგი ხო უფრო გამოცდილი გამტტანი იყო თუ ვიღაცამ უკარნახა ბართოს დემბელე ყველა პრობლემას გადაჭრისო? არადა მოვიდა და რა ტანჯვითაც მოვიდა იგივე პრობლემები მოიტანა ამ უჯიშომ.
ოღონდაცა რა, ვისი მომყვანები არიან ბიჭო, ვინც ყავთ იმათ ვერ უხდიან ხელფას უსაქმურობაში. კლუბი არათუ მოგებაზე , ეაგებაზე მიდის და პლიუს რამდენი ვალი აქვთ, თან კამპნოუს განახლებაც უნდათ, აღარც მესია , მაისურებით და სპონსორრბით რო მოხვეტონ ფული.
ორივე ერთმანეთზე უარესი ნაგავი არ გვჭირდება,მინიმუმ ახლა ვინც გვჭირდება არის ლაუტარო და მაქსიმუმ ჰალანდი
ობამეიანგი თავის დროზე უნდა ეყიდათ,აბა ახლა 32 წლისაა და აგუეროს თუ მიუწვა გვერძე რაღ გვინდა.
ოჰ ნოოო 😥