workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
რონალდ კუმანის სეზონის პირველი პრესკონფერენცია

რონალდ კუმანის სეზონის პირველი პრესკონფერენცია

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, “სოსიედადთან” გასამართი ლა ლიგის გახსნითი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. 

ტრიბუნებზე გულშემატკივრების დაბრუნება საუკეთესო სიახლეა, რაც კი შეიძლებოდა, გვქონოდა. 
კლუბის ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ ყველაფერი კარგად ვიცით. პიკეს, სერჟი რობერტოს, ბუსკეტსისა და ალბას მხარდაჭერა ნამდვილად დასაფასებელია – ისინი აჩვენებენ, რომ ამ კლუბში გაიზარდნენ და მზად არიან, “ბარსელონას” დაეხმარონ. 

ლიონელ მესიზე ყველა ძალიან ბევრს საუბრობს და ეს ნორმალურია იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც მას “ბარსელონასთვის” ამდენი წლის განმავლობაში აქვს გაკეთებული. ის აღარ გვეყოლება, მაგრამ გუნდის შემადგენლობა ისედაც ძლიერია და კიდევ უფრო გაძლიერდება, როცა ტრავმირებული ფეხბურთელები დაგვიბრუნდებიან. 

ლეოს გარეშე კარგი პრესეზონი გვქონდა და უნდა დავამტკიცოთ, რომ წინ მივდივართ. დარწმუნებული ვარ, ეს გუნდი გულშემატკივარს დიდ სიამოვნებას მიანიჭებს. 

ჩემპიონთა ლიგა? ეს სულ სხვაა. პირველ რიგში ლა ლიგაზე უნდა ვიზრუნოთ. ვფიქრობ, გვაქვს იმის უნარი, რომ მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლოთ. რაც შეეხება ჩემპიონთა ლიგას, გამოჩნდა, რომ ამ ტურნირის მოგება მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების გარეშეც შესაძლებელია. 
წარსულში ვერ ვიცხოვრებთ. მესი ყველას მოგვენატრება, მაგრამ ასეთებიც ხდება. ამ გუნდის იმედი მაქვს და კარგი იქნება, თუ ფანების მხარდაჭერაც გვექნება. 
პედრი და გარსია დიდი მოტივაციით დაბრუნდნენ. მათ უკვე აჩვენეს, რომ თამაშისთვის მზად არიან. გავი ჯერჯერობით ნიღბითაა, მაგრამ თამაში მასაც შეუძლია. 
ყველა პოზიციას თუ გადავხედავთ, შეტევაში ფეხბურთელები გვაკლია. ანსუ, დემბელე და აგუერო ტრავმის გამო არ გვეყოლება. აქ ნამდვილად დანაკლისია და ამიტომ ვსაუბრობთ იმაზე, რომ თავდამსხმელი დავიმატოთ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, შევძლებთ თუ არა ახლა ფეხბურთელის შეძენას. 
მემფისისგან ბევრს ველი. მას ეროვნული ნაკრებიდან კარგად ვიცნობ. 
გრიზმანი მიყვარს. ის ყოველთვის მონდომებულია და გუნდს ეხმარება მაშინ, როცა ბურთს არ ვფლობთ. ახლა მან მნიშვნელოვანი ნაბიჯი უნდა გადადგას. ვიცი, რომ მესის პოზიციის მსგავსი ადგილის დაკავება მას მოედანზე უპირატესობას მისცემს. 
ფრენკი ხვალისთვის მზად იქნება. ანსუ ჯერ კიდევ გამოჯანსაღების პროცესშია, რთულია იმის თქმა, როდის შეძლებს თამაშს, მაგრამ თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წავიდა, ის გუნდს 2-3 კვირაში უნდა დაუბრუნდეს. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (12)

  • azulgerana
    schedule 14 აგვ 2021, 19:10
    #12

    ციტატა: nika 54
    "ყველა პოზიციას თუ გადავხედავთ, შეტევაში ფეხბურთელები გვაკლია"
    როგორი კომიკური თუ სატირელი სიტუაციაა, რაც მოვიდა ორ სეზონში ორი მსოფლიოს საუკეთესო მეგოლეები და ამავე დროს მსოფლიო ფეხბურთის ღმერთი უფასოდ გაუშვეს და ეხლა ეს ტიპი თავდამსმელის არყოფნას ტირის. ჩამო რა ღმერთო წაიყვანე ეს და ლაპორტა თუ ტებასი გასკდა გული.


    არა არ გვაკლია

  • nika 54
    schedule 14 აგვ 2021, 18:08
    #11

    "ყველა პოზიციას თუ გადავხედავთ, შეტევაში ფეხბურთელები გვაკლია"
    როგორი კომიკური თუ სატირელი სიტუაციაა, რაც მოვიდა ორ სეზონში ორი მსოფლიოს საუკეთესო მეგოლეები და ამავე დროს მსოფლიო ფეხბურთის ღმერთი უფასოდ გაუშვეს და ეხლა ეს ტიპი თავდამსმელის არყოფნას ტირის. ჩამო რა ღმერთო წაიყვანე ეს და ლაპორტა თუ ტებასი გასკდა გული.

  • basa7
    schedule 14 აგვ 2021, 17:41
    #10

    აი ამას ვამბობდი ზუსტად. პიკეს ხელფასის დაწევამ მემფისი დაარეგისტრირა და გარსია. ალბასაც და სხვებსაც რომ დროულად ექნათ მსგავსი რამ მესის წასვლას გადავრჩებოდით. თუმცა კარგია რომ გონს მოეგნენ და ალბათ დანაშაულის გრძნობაც აქვთ.

  • El pistolero 9
    schedule 14 აგვ 2021, 17:11
    #9

    წარმატებები ბიჭებს. ნელ-ნელა ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ და შედეგიც მოვა

  • azulgerana
    schedule 14 აგვ 2021, 16:11
    #8

    ციტატა: Maradona
    ეს ჩემისა გაცინებული არ მინახავს, კი არ აქვს საცი რად საქმე მარა მაინც , შარშან სულ თუ არაფერი კარგი განწყობა მაინც შექმნა გუნდში, არადა მანამდე სეტიენმა გამომას*რესო ისეთი მდგომარეობა იყოო, წელს მესის წასვლის მერე მოჯღანულები დადიან ფეხბურთელებიც , ერთი მარტო რიკი იცინის ჯორივით. ფანები რო ბრუნდებიან ეგ კარგია და ვნახოთ რა ლალიგაზე მაინც რო გაიქაჩონ და მოიგონ, მემგონი მაქსიმუმი იქნება.


    რა გააცინებს smile კაცი აწყობილი ნაკრების მწვრთნელი იყო და ბარსელონამ რეები დაატეხა თავზე

    laughing
  • C.PC5
    schedule 14 აგვ 2021, 15:41
    #7

    ლა ლიგა დადე შენ და არ ვარ ხმის ამომღები, უჩლ-ს თავი ფაქტიურად არ აქვს გუნდს და ვინ რა ნამუსით მოგთხოვს😏. ხვალ კაი თამაში აჩვენე კიდე თორე სეზონიც ისე გაგრძელდება როგორც დაიწყებ.

  • Maradona
    schedule 14 აგვ 2021, 15:28
    #6

    ეს ჩემისა გაცინებული არ მინახავს, კი არ აქვს საცი რად საქმე მარა მაინც , შარშან სულ თუ არაფერი კარგი განწყობა მაინც შექმნა გუნდში, არადა მანამდე სეტიენმა გამომას*რესო ისეთი მდგომარეობა იყოო, წელს მესის წასვლის მერე მოჯღანულები დადიან ფეხბურთელებიც , ერთი მარტო რიკი იცინის ჯორივით. ფანები რო ბრუნდებიან ეგ კარგია და ვნახოთ რა ლალიგაზე მაინც რო გაიქაჩონ და მოიგონ, მემგონი მაქსიმუმი იქნება.

  • Davit..
    schedule 14 აგვ 2021, 14:57
    #5

    ხვალინდელი თამაშით ვერ განვსაზღვრავ როგორი სეზონი იქნება წინ.. მაგრამ მთავარია თითოეული მოთამაშემ თავის საქმე კარგად აკეთოს და დარწმუნებული ვარ სეზონს წარმატებით დავთავრებთ!

  • datio
    schedule 14 აგვ 2021, 14:52
    #4

    ახლა 2-3 თამაშის მოგება ზედიზედ ყველაზე კარგი იქნება სიტუაციის დასაწყნარებლად

  • M10 S9 D11
    schedule 14 აგვ 2021, 14:35
    #3

    იმედია წაგებით არ დაგვაწყებინებ რიჯგვინ

  • La Pulga10
    schedule 14 აგვ 2021, 14:14
    #2

    შაკირიჩი კაცური კაცია

  • Mecsoul
    schedule 14 აგვ 2021, 14:11
    #1

    როგორებიც არ უნდა იყვნენ , მართლა დასაფასებელია, უკვე არიან კლუბის ლეგენდები … ყოჩაღ პიკეს.