workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 20:45

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ფეიენორდი ლოგო

ფეიენორდი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
“ბარსელონა” “ჩიტის ბუდეში”

“ბარსელონა” “ჩიტის ბუდეში”

"ბარსელონა" "ჩიტის ბუდეში"

კატალონიური გრანდი “ბარსელონა” ტრიუმფალურად დასრულებული ლა ლიგის სეზონის შემდეგ ისვენებს და გეგმებს აწყობს მომავალი სეზონისათვის.

“ბარსელონა” ამხანაგურ შეხვედრას გამართავს ჩინეთის ჩემპიონ ბეიჯინგის “გუოანთან”. რომელიც ჩინეთის დედაქალაქ ბეიჯინგის ერთ-ერთ სტადიონზე გაიმართება, რომელსაც არც მეტი არც ნაკლები “ჩიტის ბუდე” ქვია. აღნიშნული მტჩი იმ სარეკლამო პროპაგანდის ნაწილია, რომელსაც “ბარსელონა” აზიის მასშტაბით ახორციელებს რამდენიმე წელია.

“ეს არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ მატჩი” განუცხადა “კამპ ნოუზე” შეკრებილ ჟურნალისტებს კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა რაფაელ იუსტემ.

აქამდე “ბარსელონას” ჩინეთში ოთხი ამხანაგური თამაში აქვს ჩატარებული: “შანხაისთან” 2004 წელს, მაკაოსთან 2005 წელს, “ბეიჯინგთან” და “ჰონ-კონგთან” 2007 წელს.

ესპანეთის ჩემპიონებმა უკვე დაგეგმეს თამაში სამხრეთ კორეის ჩემპიონატის All Star-თან სადაც კორეის საუკეთესო ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას. ეს მატჩი 4 აგვისტოს გაიმართება, ხოლო ზემოთხსნებული მატჩი ჩინეთში 8 აგვისტოს შედგება “ჩიტის ბუდე არენაზე”.

ეს გრანდიოზული სტადიონი 2003 წელს ჩინეთის მომავალი ოლიმპიადისათვის აშენდა, რომელიც 2008 წელს გაიმართა. სტადიონის მშენებლობა 423 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა და ის 80 000 მაყურებელს იტევს. ის ნამდვილი ხელოვნების ნიმუშია და ჩინელებისათვის საამაყო ობიექტს წარმოადგენს. სტადიონის სახელწოდება მისი ფორმისაგან გამომდინარეობს, სტადიონი გრანდიოზულ ჩიტის ბუდეს წააგავს.

uk.eurosport.yahoo.com

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward