“ბარსელონას” ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, ხავიერ მასკერანომ, შესაძლოა, სამწვრთნელო კარიერა დაიწყოს.
TyC Sports-ის ინფორმაციით, 37 წლის ვეტერანი მოთამაშე არგენტინული “რასინგის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე განიხილება – “ლა აკადემიას” ბოლოს სათავეში ხუან ანტონიო პიცი ედგა.
“მასკე” კატალონიურ კლუბში 2010/18 წლებში ირიცხებოდა, რა დროის განმავლობაში 334 მატჩში თავი 1 გოლითა და 8 ასისტით გამოიჩინა.
“ბლაუგრანადან” წასვლის შემდეგ არგენტინელმა საფეხბურთო კარიერა ჩინურ “ჰებეიში” გააგრძელა, რის შემდეგაც მშობლიურ “ესტუდიანტესში” გადაბარგდა და ბოლოს ბუცები ლურსმანზე ჩამოკიდა.
საუკეთესო ფორმაში მყოფი მასკერანოს ნახევარი მოგვცა ეხლა დაცვის ცენრტში ჩვენ ბედს ძაღლი არ დაჰყეფდა
ის ერთი გოლი ალბათ ყველას გვახსოვს არა? მოგებულ თამაშში რო გუნდში თავდამსხმელები აღარ დარჩა ზამენების მერე და ძალით რო დაარტყმევინეს.
თამაშის კითხვა ძალიან მაგრად გამოსდიოდა და რავი,რატომაც არა,სცადოს.
მასკერანოს პენალი რომ შეასრულებინეს 🤣 რა კაცი იყო
ძალიან არალამაზია ეს შესაძლოა
მძიმეებით რომ გაქვთ სულ გამოყოფილი, სულ თვალში მხვდება ეგ შეცდომა