ლიონელ მესის შეძენის ერთადერთი რეალური მსურველი “პარი სენ-ჟერმენია” და უახლოეს მომავალში “ლა პულგას” ფრანგულ გრანდში გადასვლას უნდა ველოდოთ.
გავლენიანი სატრანსფერო ექსპერტის, ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, არგენტინელი სუპერვარსკვლავი და მისი მამა, ხორხე მესი პსჟ-ს ოფიციალურ შემოთავაზებას მიმდინარე კვირაში ელოდებიან. როგორც ცნობილია, ლეო პარიზულ გუნდში გადასვლაზე თანახმაა.
იტალიელი ჟურნალისტის ცნობით, პსჟ მესის 2-წლიან ხელშეკრულებას შესთავაზებს, 1 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით. არგენტინელის ანაზღაურება 35 მილიონი ევრო იქნება, რომელსაც ბონუსებიც დაემატება.
Barca_MNS,
რა სტატია? ელემენტალური მათემატიკაა. ვინც იცის მიხვდება!