გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც სერხიო აგუერო ლიონელ მესის გაშვების გამო “ბარსელონაზე” გაბრაზებულია და კლუბის დატოვება სურს, თუმცა აღნიშნული ცნობა Sport-მა უარყო.
კატალონიური გამოცემის მიხედვით, არგენტინელი “ბლაუგრანაში” თავს კარგად გრძნობს. მისი აქ ყოფნით კუნის ოჯახიც ბედნიერია. ამიტომ, უახლოესი მეგობრის გუნდიდან წასვლის მიუხედავად, აგუერო “ბარსადან” აბარგებაზე არ ფიქრობს.
33 წლის ფეხბურთელს კატალონიურ გრანდში წარმატების მიღწევა სურს. მისი მიზანი გამპერის თასზე, “იუვენტუსის” წინააღმდეგ სადებიუტო მატჩის ჩატარებაა.
აგუერო “ბარსას” მიმდინარე ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.




არ გამიკვირდება ლეოს 10იანით ეს რო გამოგვეცხადოს
:DDDD
ამას რას ვერჩით, მაგრამ მაინც ცუდი აურა დგას. ძალიან მეეჭვება ბარსამ უცებ გვაჩვენოს ერთიანობის და ერთგულების მაგალითები მოედანზე. ბუსკეტსი გავაგდოთ ვეღარ თამაშობსო და კაპიტნად დავნიშნეთ, ეს აგუერო სიტის ბარდაჩოკში რო ედო ლეოს უნდაო და მოვიყვანეთ, დეპაი კუმანს უნდაო და ეგეც მოვიყვანეთ. ვნახოთ აი მორიბაც თუ დატოვეს და ხელფასიც თუ გაუსამმაგეს მერე დავიჯერებ რო ბარსაში ახალი ეპოქა დაიწყო.
ალექსანდრე გეგეჭკორი,
Martini dautmobs 9 nomers, tviton 10 aigebs 😁😁😁
კიდე კაი რაღაც პოზიტივი
ჯიგარია კუნი,Მიეცით 9 ნომერი,♥️