როგორ მივედით აქამდე? დეტალური ანალიზი

როგორ მივედით აქამდე? დეტალური ანალიზი

როგორ მივედით აქამდე? როგორ მოხდა, რომ ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელს “ბარსელონაში” დარჩენა უნდა, “ბარსელონას” მისი შენარჩუნება, ლა ლიგას ფეხბურთელის თავისთან დატოვება, ფეხბურთის გულშემატკივრების უმრავლესობა ლეოს “ბლაუგრანაში” დარჩენას გულშემატკივრობს, მაგრამ მაინც ვერ ხერხდება… ამის მიზეზი მხოლოდ ვერაგი პანდემია არაა, “ბარსელონას” სერიოზული ფინანსური პრობლემები კორონავირუსის გარეშეც ჰქონდა და ეს პრობლემები არც მესის წასვლით გვარდება – “ბარსა” ისევ “შარშია”.

დავიწყოთ იმის ახსნით, თუ კონკრეტულად რომელმა წესმა გამოიწვია ის, რომ “ბარსელონა” მესისთან კონტრაქტს ვერ აფორმებს. ლა ლიგაში არსებული რეგულაციების თანახმად, ორგანიზაცია კლუბებს უწესებს ლიმიტს, რაც სახელფასო ჭერს წარმოადგენს – კლუბს განსაზღვრულ თანხაზე მეტის ხელფასებში გადახდა არ შეუძლია. ლიმიტის შედგენა კლუბის შემოსავლების, ხარჯებისა და ვალების გათვალისწინებით ხდება. UEFA-ს ფინანსური ფეარ ფლეისგან განსხვავებით ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეი არა გასულ დროზე, არამედ დაგეგმილ ბიუჯეტზეა დამოკიდებული.

ამჟამად “ბარსა” ამ ლიმიტს მნიშვნელოვნად აჭარბებს, რის გამოც მესის კონტრაქტის ლა ლიგაში დარეგისტრირება ვერ მოხერხდა.

ამრიგად, ბოლო 4 წლის განმავლობაში ლა ლიგაში მოქმედ წესებს “ბარსას” უკვე მე-2 ვარსკვლავი შეეწირა. ესპანური კლუბები ვალდებულები არიან, ფეხბურთელის კონტრაქტში მისი გამოსასყიდი თანხა ჩაწერონ. სწორედ ამ ვალდებულების გამო მოუხდა “ბარსას” ნეიმარის “პარი სენ-ჟერმენისთვის” დათმობა. თუმცა ნეიმარი რა მოსატანია, როდესაც ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დავკარგეთ. მესის დაკარგვის ლა ლიგისთვის გადაბრალება სამართლიანი ნამდვილად არ იქნება, ამაში დამნაშავე ჩვენი კლუბია, უფრო სწორედ კონკრეტულად ერთი ადამიანი, რომლის სახელსაც ამ სტატიაში არ ვახსენებთ.

დღეს ლაპორტამ განაცხადა, რომ სახელფასო ფონდი კლუბის შემოსავლების 110% შეადგენს, რაც ძალიან, ძალიან მაღალი მაჩვენებელია. აქ საუბარია არა ლა ლიგის მიერ დაწესებულ ლიმიტზე, არამედ საერთოდ კლუბის შემოსავლებზე. ლაპორტასვე თქმით, მესის წასვლაც კი ამ სიტუაციას რადიკალურად ვერ ცვლის და დიდი სამუშაოა გასაწევი, თუმცა ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.

იმისათვის, რომ “ბარსელონამ” გუნდის ახალწვეულები (სერხიო აგუერო, მემფის დეპაი, ემერსონი, ერიკ გარსია) დაარეგისტრიროს, კატალონიელებს 200 მილიონის დაზოგვა მართებთ. წარმოიდგინეთ, რამდენად რთულ მდგომარეობაშია კლუბი. რაც შეეხება მესის – მისი კონტრაქტის დარეგისტრირება შეუძლებელი გახდა იმ პირობებშიც კი, რომ ის ისედაც შემცირებული ხელფასის კიდევ განახევრებას დასთანხმდა.

რატომ გახდა ლა ლიგაში მოქმედი ეს წესი პრობლემური ახლა? იმიტომ, რომ გასულ სეზონში ხავიერ ტებასის ორგანიზაციამ გამონაკლისი დაუშვა და კორონავირუსის გამო კლუბებს ლიმიტების დარღვევის უფლება მისცა, თორემ “ბარსა” დიდი ხანია ამ ლიმიტს არღვევს. ახალი სეზონისთვის კი ტებასმა მსგავსი შეღავათი გამორიცხა.

2019/20 წლების სეზონში “ბარსელონას” სახელფასო ჭერი 671 მილიონი ევრო იყო, 2020/21 წლების სეზონისთვის კი 347 მილიონამდე შემცირდა. 324 მილიონიანი შემცირება ლა ლიგაში სარეკორდოა, არცერთ სხვა კლუბს ასეთი გაუარესება არ ჰქონია. მეტიც, დანარჩენი 19 გუნდის რეგრესი რომ შევაჯამოთ, მათ “ბარსას” რეგრესი მაინც უსწრებს.

2019/20 წლების სეზონში “ბარსას” ყველაზე მაღალი ლიმიტი ჰქონდა, რადგან “ბლაუგრანა” ყველაზე მაღალშემოსავლიანი კლუბი იყო. მომდევნო სეზონისთვის კი პირველ ადგილზე “რეალი” გადავიდა, რომელსაც ლა ლიგამ უფლება მისცა ხელფასებში 473 მილიონი ევრო დაეხარჯა.

ახალი სეზონისთვის “ბარსას” სახელფასო ჭერი კიდევ უფრო შემცირდება. ამის მიზეზი შემოსავლების მნიშვნელოვნად კლებაა (ზოგი ვერსიით 160 მილიონით, ხოლო ზოგი ვერსიით 200 მილიონით შემცირება).

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კლუბი სახელფასო ჭერს აჭარბებს? ლა ლიგის პრეზიდენტის, ხავიერ ტებასის თქმით, ასეთ დროს ამოქმედდება ე.წ. 25/75 პრინციპი. ეს ნიშნავს, რომ კლუბს უფლება აქვს ტრანსფერებიდან მიღებული შემოსავლის მხოლოდ 25% მოახმაროს ახალ ხარჯებს, ხოლო დანარჩენი 75% არსებული დავალიანების გასტუმრებას უნდა მოხმარდეს. ეს პირობა კი, როგორც ჩანს, ძალიან რთული შესასრულებელია. სხვანაირად რომ განვმარტოთ, თუ “ბარსას” მოჰყავს ფეხბურთელი, რომლის ხელფასიც 25 მილიონი ევრო იქნება, კლუბმა ტრანსფერებით ან ხელფასების შემცირებით 100 მილიონი უნდა გამოიმუშაოს/დაზოგოს.

ცოტა ხნის წინ ტებასი აცხადებდა: “ბარსელონა” სახელფასო ჭერს აჭარბებს. კლუბი ხელფასების შემცირების მხრივ სწორ გზას ადგას,  მაგრამ მესისთვის გამონაკლისს არ დავუშვებთ. იმედი მაქვს, “ბარსელონა” მესის შენარჩუნებას მოახერხებს, მაგრამ ამისთვის სხვების გაშვება იქნება საჭირო.”

2019/20 წლების სეზონში “ბარსელონამ” სახელფასო ბიუჯეტი 12%-ით შეამცირა – 501 მილიონიდან 443 მილიონამდე, თუმცა 3 წლიანი მონაკვეთის გათვალისწინებით ზრდა 30%-იანი იყო. 2020/21 წლების სეზონისთვის კი რიცხვი 362 მილიონამდე იყო შემცირებული.

“ბარსელონას” სახელფასო ბიუჯეტი ყველაზე მაღალი იყო არა მხოლოდ ესპანეთში, არამედ მთელ ევროპაში. სხვაობა განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო 2019 წელს, როდესაც “ბარსას” 501 მილიონიანი ფონდი უახლოესი მდევრის, “მანჩესტერ იუნაიტედის” სახელფასო ბიუჯეტს მთელი 124 მილიონით უსწრებდა.

2020 წელს, როდესაც ფეხბურთელებმა ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე თანხმობა განაცხადეს, “ბარსელონა” ევროპაში ისევ პირველზე იყო 443 მილინით. მე-2 ადგილზე იყო “მანჩესტერ სიტი”, რომელიც ფეხბურთელებს 42 მილიონით ნაკლებს უხდიდა. როგორც ხავიერ ტებასი აცხადებს “ბარსელონა” ყოველთვის ლიმიტის ზღვარზე იყო. კლუბი პანდემიას დაუცველი შეხვდა.”

პანდემიამდე ბოლო წლებში “ბარსელონაში” არა მხოლოდ ხელფასები მატულობდა, არამედ სახელფასო ფონდის შეფარდება კლუბის შემოსავლებთანაც. 3 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 52%-დან 62%-მდე გაიზარდა.

2020 წელს “ბარსელონას” შემოსავლები 126 მილიონი ევროთი (15%) შემცირდა. ეს სუპერ ლიგის დამფუძნებელ გუნდებს შორის მე-2 ყველაზე ცუდი შედეგია “მანჩესტერ იუნაიტედის” (131 მილიონი) შემდეგ. შედარებისთვის, მადრიდის “რეალის” შემოსავლები მხოლოდ 42 მილიონით (6%) შემცირდა.

“ბარსელონას” ანგარიშის მიხედვით 2020 წელს კლუბმა პანდემიის გამო 203 მილიონი ევრო დაკარგა, 2021 წლისთვის კი მოსალოდნელია ამას 267 მილიონი დაემატოს, ანუ დაკარგული 470 მილიონი 2 წელიწადში. ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, თუ სტადიონზე გულშემატკივრები დროულად არ დაბრუნდებიან.

შემოსავლების შემცირება მხოლოდ პანდემიის ბრალი არაა. “ბარსელონას” დონის კლუბებისთვის შემოსავლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროს ჩემპიონთა ლიგიდან მიღებული შემოსავალი წარმოადგენს, მაგრამ ამისთვის ამ ტურნირზე კარგად გამოსვლაა საჭირო. “ბარსამ” კი ლიგის 1/2 ფინალში ბოლოს 2015 წელს ითამაშა, წელს კი გათამაშებას საერთოდ 1/8 ფინალიდან გამოეთიშა.

იკლო შემოსავლებმა კომერციიდანაც. ამის ერთ-ერთი მიზეზი მაღაზიების დახურვაა, კიდევ ერთი მიზეზი კი Rakuten-თან არსებული პირობების გადახედვა – თავდაპირველად შეთანხმებული 55 მილიონის ნაცვლად “ბარსა” წელიწადში 30 მილიონ ევროს იღებს.

2020 წელს “ბარსელონამ”, გადასახადების გადახდამდე, 128  მილიონი ევროს ზარალი ნახა. შედარებისთვის, იმავე პრინციპით “რეალმა” 2 მილიონის მოგება ნახა. 3 წლის განმავლობაში “რეალთან” შედარებით “ბარსას” ფინანსური მდგომარეობა 203 მილიონი ევროთი გაუარესდა.

საოპერაციო ხარჯებში კი 2020 წელს “ბარსელონას” 173 მილიონიანი გარღვევა ჰქონდა, ხოლო 3 წლის განმავლობაში ეს რიცხვი 432 მილიონ ევროს აღწევს. ამაზე ცუდი შედეგები აქვთ “მილანს”, “იუვენტუსსა” და “მანჩესტერ სიტის”, მაგრამ “ბარსელონასგან” განსხვავებით ამ კლუბების მესაკუთრეები ბიზნესმენები არიან.

დამატებითი ხარჯები, რაც სტაფის ხელფასებს, ფეხბურთლების ამორტიზაციას, სატრანსფერო დავალიანებების გასტუმრებასა და ფეხბურთელების კონტრაქტების გახანგრძლივებას მოიცავს, 3 წლის განმავლობაში წლიური 67 მილიონიდან წლიურ 174 მილიონამდე გაიზარდა. ეს ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და უსწრებს “იუვენტუსსა” (167 მილიონი) და “მანჩესტერ იუნაიტედს” (166 მილიონი).

წინა აბზაცში მოყვანილი რიცხვები პრობლემას შექმნის იმ შემთხვევაში, თუ “ბარსელონა” ფეხბურთლებს უფასოდ ან იაფად გაუშვებს, რადგან კლუბი ვალდებული იქნება ამორტიზაციის თანხა ბიუჯეტში გაწეროს. მაგალითად ფინანსური ფეარ ფლეის წესებით მირალემ პიანიჩის ამორტიზაციის თანხა ჯერ კიდევ 45 მილიონი ევროა.

განვლილი 3 წლის განმავლობაში “ბარსელონა” ტრანსფერებში წელიწადში საშუალოდ 320 მილიონ ევროს ხარჯავდა. წინა 5 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 103 მილიონი ევრო იყო – 3-ჯერ ნაკლები. გაიზარდა გაყიდვებიდან მიღებული შემოსავალიც (ნეიმარის ტრანსფერის ხარჯზე), მაგრამ ტრანსფერებიდან ნანახმა წაგებამ მაინც იმატა – 64 მილიონიდან 132 მილიონამდე.

3 წლის განმავლობაში “ბარსელონამ” ფეხბურთელების ტრანსფერებში თითქმის მილიარდი დახარჯა, კონკრეტულად კი 960 მილიონი. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. შემდეგ მოდიან “იუვენტუსი” 801 მილიონით, “მანჩესტერ სიტი” 758 მილიონით და “მანჩესტერ იუნაიტედი” 678 მილიონით. ტრანსფერებიდან ნანახი ზარალით “ბარსა” მანჩესტერულ კლუბებს ჩამორჩა.

“ბარსელონა” ტრანსფერებს ძირითადად, ვალების აღების წყალობით ახორციელებდა. შედეგად კლუბის ვალი 3 წლის განმავლობაში (2017-დან 2020 წლამდე) 64 მილიონიდან 323 მილიონამდე გაიზარდა. ევროპაში ესეც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია და უსწრებს “ატლეტიკოს” (316 მილიონი), “იუვენტუსს” (301), “ინტერსა” (207) და “რეალს” (196).

რაც შეეხება ფინანსურ დავალიანებას, მხოლოდ 2 წელიწადში ის 412 მილიონით, 68 მილიონიდან 480 მილიონამდე გაიზარდა. აქედან 279 მილიონი ბანკის ვალია, ხოლო 201 მილიონი ობლიგაციები.

თუ კლუბის ვალის უეფასეულ გაგებას მივმართავთ (ბანკის ვალი, ობლიგაციები, მესაკუთრის ვალები, სატრანსფერო დავალიანება) “ბარსელონა” 803 მილიონიან მინუსშია და მხოლოდ “ტოტენჰემს” (1.1 მილიარდი) ჩამორჩება. თუმცა ლონდონელებმა ამ თანხის უდიდესი ნაწილით ახალი სტადიონი ააშენეს.

თუ ყველა დავალიანებას შევკრებთ, “ბარსელონას” ვალი 1.2 მილიარდი ევრო გამოვა. ესეც მე-2 შედეგია “ტოტენჰემის” შემდეგ.

ვალები ყველა დიდ კლუბს აქვს, მაგრამ ეს განსაკუთრებული პრობლემა “ბარსელონას” შემთხვევაშია, რადგან “ბარსელონას” დიდი ოდენობით მოკლევადიანი ვალი აქვს. მომდევნო 12 თვის განმავლობაში “ბლაუგრანამ” 731 მილიონი ევრო უნდა გაისტუმროს. მათ შორისაა 268 მილიონი ბანკის სესხი. შემდეგ მოდიან “ატლეტიკო” და “ტოტენჰემი” 432 და 404 მილიონით.

ლაპორტამ მოკლევადიანი ვალების სიტუაცია შედარებით შეამსუბუქა. პრეზიდენტმა ახალი, 15 წლიანი სესხი აიღო საერთო მოცულობით 525 მილიონი. შედეგად ST Bridging-ისთვის 80 მილიონის დაბრუნება და 200 მილიონის ობლიგაციების რესტრუქტურიზაცია გახდა შესაძლებელი.

დიდი ვალი პრობლემას იმ მხრივაც ქმნის, რომ კლუბს უფრო დიდი პროცენტის გადახდა უწევს. 2018 წელს ეს თუ მხოლოდ 1 მილიონი ევრო იყო, 2020 წლისთვის 26 მილიონამდე გაიზარდა. მე-2 ადგილზე “მანჩესტერ იუნაიტედია” 23 მილიონით. მიმდინარე წელს კი “ბარსას” სესხის პროცენტში უკვე 34 მილიონის გადახდა უწევს.

“ბარსელონას” ფინანსური მდგომარეობა მესის წასვლის შემდეგაც კი ძალიან რთული იქნება. მეტიც, დიდი ალბათობით, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის დაკარგვა კლუბის შემოსავლებს მნიშვნელოვნად შეამცირებს.

შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, გასაკვირი არაა, თუ რატომ იცავს ლაპორტა ასე გამალებით სუპერ ლიგის შექმნის იდეას. სუპერ ლიგის, რომელსაც, როგორც ამბობენ, მესი შეეწირა…

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (12)

  • nika 54
    07 აგვ 2021, 15:40

    ციტატა: madzgara33
    და რატო არ ყიდიან ბრაიტვეიტს,დემბელეს. კოუტინიოს უმტიტის ლენგლეს. დავიჯერო ამით არ მოგვარდებოდა?


    როგორ გაყიდონ? კონტრაქტი გაუუქმონ? არ არსებობს კანონი ტრანსფერის შეწყვეტის თუ მართლა არ მოკვდა კაცი ან ციხეში არ ჩასვეს. კონტრაქტი რო გაწყვიტო ფეხბურთელის თანხმობაა სავალდებულო. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო, აღდგენა, და ჯარიმა აი რა ელოდება კლუბს.

  • Lasha71
    07 აგვ 2021, 15:02

    მოკლედ
    1) გამოქინძებულმა ტაბასმა ძალიან კარგად იცის რომ მესის წასვლით ლალიგა დიდ ფინანსურ ზარალს მიიღებს! ვინც ვერ ხვდებით რატომ არაფერი გაგეგებათ და არ ავხსნი.
    2) ტაბასი დავალებას ასრულებს! მესის დარჩენა უკვე გონზე მოსული ბარსელონასთვის დიდი სხვაობის ნიშანი იქნებოდა რეალთან, რომელსაც ასეთი დონის ვარსკვლავი ვერ ეყოლებოდა!
    ვინც ამასაც ვერ ხვდება . . . მძიმე შემთხვევაა . . . ვიზიარებ 🙂

  • ნოდო ბარდაველიძე
    07 აგვ 2021, 11:08

    ვინ იძახდა მოითმინეთო და ყველაფერს გაიგებთო!? არადა ამბობდა გავიფორმებთო და ბუმ უცბად ვეღარ

  • Clever liar
    07 აგვ 2021, 00:16

    მაგარი სტატია იყო, ძალიან ბევრ რამეში გავერკვიე, საღოლ ავტორს! მაგრამ მაინც ხმამაღლა მინდა ავღნიშნო რომ ლალიგის დედაც მო… ლალიგის პრეზიდენტისიც, ბარსელონას ამ ლაფოში ჩამგდებისიც, ბარსელონაში დარჩენილ ვეტერანებისიც და კატალონიის ფანჩრის ტილ ჟოპალეზ მთავრობისიც! ბარსელონა ჩვენი სპორტული და პოლიტიკური სულიაო, ბარსელონა ერთიანი კატალონიის გუნდია და არა ბიზნეს ინდივიდებისო, კატალონია ერთერთი ყველაზე შემოსავლიანი რეგიონია მთელს ევროპაში და ჩვენ ვარჩენთ დანარჩენ ესპანეთსო და სინამდვილეში ის გუნდი ვერ გადაურჩენიათ რომლითაც ამაყობენ ყველაზე მეტად ისტორიაში..

  • madzgara33
    06 აგვ 2021, 23:13

    და რატო არ ყიდიან ბრაიტვეიტს,დემბელეს. კოუტინიოს უმტიტის ლენგლეს. დავიჯერო ამით არ მოგვარდებოდა?

  • ჯერემი რენერი
    06 აგვ 2021, 23:05

    რონალდ კუმანის და უსმან დემბელეს ბარსელონა, რომელმაც ჯერ სუარესი "გააგდო" , მერე მესი ვერ შეინარჩუნა, ყველაფრის ღირსია. რაც შეეხება ლა ლიგას და მის რეგულაციებს ეს ჩემპიონატიც ჩაძირვის ღირსია და დაე ჩაიძიროს.

  • Don_Andresito
    06 აგვ 2021, 23:00

    ციტატა: Gio144
    მესი არის ლეგენდა და ესე არ უნდა მოქცეოდნენ მთელი გუნდი უნდა გაგეყიდა და მესი დაგეტოვებინა 🤬🤬🤬🤬 მარა რა მოხდა მესი გაუშვეს და ს ბანდა დატოვეს ეხლა ბარსა კიარ არი ეგ გუნდი ეხლა არის ლიონი 🤬🤬🤬 რომელიც ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებს 🤬🤬🤬 დემბელე კოუტინიო უმტიტი და გრიზმანი არსაფ დაგეკარგოთ როგორ ვერ გაყიდეთ ეს ს– კოები რომ ცოტა ფული გეშოვათ ფუ


    ამ მდგომარეობით შემდეგ წელს გრიზმანის გაყიდვა იქნება საჭირო, მერე ფრენკის და შტეგენის. მერე ფატის, შემოსავალი თუ შემცირდა სახელფასო ჭერიც კრიტიკულ ზღვარზე ჩამოვა. და ბართომეუ ლაპორტა პერესის საერთო ოცნება გუნდის ნგრევაზე ასრულდება როცა ბარსა სეგუნდაში გადავარდება. ლაპორტას კიდე სუპერ ლიგაშიც აღარ მიიწვევენ.

  • becool
    06 აგვ 2021, 22:45

    წასვლა მისი სურვილის საწინააღმდეგოდ ხდება და ეს ცუდია, მაგრამ სად გადავა ეგ ხო მისი გადასაწყვეტია? ჩელსი გამოთქვამსო სურვილს ჭორები ვრცელდება და საფრანგეთის ჭ ლიგას და პსჟ ს არ ურჩევნია პრემიერლიგაში რო გადავიდეს? :((
    პსჟ ს მართალია ძლიერი შემადგენლობა ჰყავს და წელს კიდევ უფრო გაძლიერდა, მაგრამ ის კლუბი რომელიც ფულზეა აგებული მესისთან ერთადაც ვერ მოიგებს ვერაფერს :))))

  • Gio144
    06 აგვ 2021, 22:43

    მესი არის ლეგენდა და ესე არ უნდა მოქცეოდნენ მთელი გუნდი უნდა გაგეყიდა და მესი დაგეტოვებინა 🤬🤬🤬🤬 მარა რა მოხდა მესი გაუშვეს და ს ბანდა დატოვეს ეხლა ბარსა კიარ არი ეგ გუნდი ეხლა არის ლიონი 🤬🤬🤬 რომელიც ლიგაზე მოსახვედრად იბრძოლებს 🤬🤬🤬 დემბელე კოუტინიო უმტიტი და გრიზმანი არსაფ დაგეკარგოთ როგორ ვერ გაყიდეთ ეს ს– კოები რომ ცოტა ფული გეშოვათ ფუ

  • Chico
    06 აგვ 2021, 21:41

    სათქმელიც კი აღარაფერია. ლეო მესი ისევ ლეო მესით დარჩება სადაც არ უნდა იყოს, მაგრამ ამ უდღეურებს რაც მოუვათ, აგერ დავინახავთ უახლოეს პერიოდში. გამოდის, რომ რაც 120 წლის გნმავლობაში შენდებოდა, სულ რაღაც ორმა-სამმა ნაგავმა ადამიანმა 2-3 წელიწადში დაანგრია. ვინ მისცა ბართომეოს იმის უფლება რაც გააკეთა? რატომ არ ზის ციხეში დ რატომ არ ადებს მას ხელს არავინ? ლა ლიგაა და მისი პრეხიდენტია დმნაშავე? უფრო ადრე რომ მიეღოთ ეგ კანონი, დღეს მესიც გვეყოლებოდა, ნაიმარიც და სუარესიც. და ამასთანავე არ გვეყოლებოდა უსასრულოდ ძვირი ნაგავი და ბალასტი გიზმანის, დემბელეს და დანარჩენების სახით. რომ არ ყოფილიყო შარშაწინ ის ნაგავი სიტუაცია, რაც ბართომეომ და მისმა გუნდმა შექმნა, როდესაც ლეო ლამის გაიქცა, დღეს არანაირი ლა ლიგის კანონი არ იმოქმედებდა ლეოზე. სად გინახიათ, რომ მსოფლიოს სუკეთესო სპორტსმენი უკონტრაქტოდ დარჩენილიყო? ძალიან ცუდი სიტყვებით მინდა გამოვხატო ჩემი ემოციები, მაგრამ თავს შევიკავებ, რადგან ასეთივე მდგომარობაშია მილიონობით ადმიანი. რა აგვიხნა ლაპორტმ? რა თქვა კონკრეტული, რაც არ ვიცოდით? ახლი ერა იწყებაო? ყველაფერს აქვს დასასრული და ახლი ერის დაწყებაც გარდუვალია, მაგრამ დღევანდლი ბარსა არ არის მზდ ახალი ერის დასაწყებათ… და არც ლაპორტა ( ასეთი პირი უჩნს) და არც კუმანია ახლი ერის წრმატებით დამწყები…აი ამაშია პრობლემა…… ქართულად რომ იტყვიან: ვაი თქვენს პატრონს!!!!! ქომაგები ვართ ცოდვა, ნერვებს რომ ვიწყვეტავთ და გულიდან განვიცით, თორემ ამ კრეტინების ჯოგს რა უჭირს, თავის მილიონებს მაინც იღებენ….. აგერ არის ახალი სეზონი დ ვნახოთ რა მოხდება…..

  • Maradona
    06 აგვ 2021, 21:24

    კი გვიკვირდა აჩკარასი ვინც უნდოდა კი მოყავდა თურმე წინიდანაც და უკნიდანც ხმარობდ ბიუჯეტს. ან რისი იმედი აქვს ლაპორტას რით ქპირებს გასტუმრებას, არაფრის გამსტუმრრბელი არაა და აეღო ის ცოტა ფული და ერთი ორი წელი კიდე მაინც ვნახავდით მესის ბარსას ფორმაში და მერე კი ისედაც დედა აქვს მოხნული კლუბს

  • Albicelecte
    06 აგვ 2021, 21:24

    ანუ ტებასმა მშვენივრად იცოდა თუ რააც აკეთებდა
    ესპანეთის ფედერაციამ იცოდა თუ რასაც აკეთებდა
    ესპანეთის მთავრობამ იციოდა თუ რასაც აკეთებდა, ჩარევას გავს…

    რას ნიშნავდა გაახალგაზრდავებული გუნდი მესისთან ერთად?
    ბარსელონას დომინირებას და კატალონიურ დომინირებას მომდევნო 4-5 წელი
    მესის წასვლის შემდეგ რჩებდა გამარჯვებულის სულისკვეთების მქონე გუნდი, დაბალანსებული და სხვანაირად მოტივირებული
    ბევრი ხალხი კამპ ნოუზე
    ბევრი ხალხი ბარსელონას ქუჩებში
    შეძახილები და ბანერები Visca barca, Visca Catalunia
    ეგაა, მორჩა