სერხიო ბუსკეტსი, რომელიც “ბარსელონას” კაპიტნის სამკლავურს ლიონელ მესისგან გადაიბარებს, გუნდის პირველი ფეხბურთელია, რომელიც არგენტინელს საჯაროდ გამოემშვიდობა.
ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რა მოხდა და რამდენად რთული იქნება ამასთან გამკლავება. მხოლოდ ის შემიძლია, რომ მადლობა გადაგიხადო იმისთვის, რაც კლუბისთვის და იმ ადამიანებისთვის გააკეთე, ვინც ამ პერიოდში შენს გვერდით იყო, მათ შორის ჩემთვის. აქ მოხვედი, როგორც ბავშვი და მიდიხარ, როგორც ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი, რომელმაც “ბარსელონა” იმ სიმაღლეზე აიყვანა, რასაც ეს გუნდი იმსახურებს.
ამაყი ვარ იმით, რომ შენთან ერთად გავიზარდე და შენს გვერდით 13 სეზონი გავატარე. ერთმანეთთან უამრავი მოგონება გვაკავშირებს. ძალიან მომენატრები. შენ და შენს ოჯახს ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, რადგან ამას ნამდვილად იმსახურებ. მოგვენატრები.

– დაწერა ბუსკეტსმა სოციალურ ქსელში.
პირველ გუნდში გატარებული 17 წლის შემდეგ ლიონელ მესი “ბარსელონას” საკუთარი და კლუბის სურვილის საწინააღმდეგოდ ტოვებს. მისი მომდევნო კლუბი დიდი ალბათობით “პარი სენ-ჟერმენი” იქნება.

ამან დაიკერა უკვე კაპიტნის პაგონები?
კუმანის ხელში ახალი გუნდის შენება შეუძლებელია,ეს წელი ჩავატდა ჩათვალეთ.ამ წელს უნდა მოაგვაროს პრობლემები,ნაგავი გაყაროს ბოლო-ბოლო და მომავალ სეზონში ჩავი გახდეს მწვრთნელი.
აბა ბუსკ კვერცხ შენია ბურთი და მოედანი