როგორც დაანონსებული იყო, “ბარსელონა” გუნდის ცენტრალური მცველების, ჟერარ პიკესა და სამუელ უმტიტის აგენტს, არტურო კანალესს შეხვდება.
Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა დღეს შედგება. პიკესა და უმტიტის წარმომადგენელს “ბარსას” სპორტული დირექტორი მატეუ ალემანი შეხვდება.
პიკესთან დაკავშირებით მხარეები ფეხბურთელის ხელფასის შემცირებაზე იმსჯელებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი მცველი ანაზღაურების დაკლებაზე თანახმაა.
რაც შეეხება უმტიტის, დღევანდელ შეხვედრაზე მისი წასვლის საკითხი განიხილება. არაერთხელ გავრცელებული ცნობებით, ფრანგი უკანახაზელი “ბარსას” გეგმებში არ შედის.
სრული პრახადნოი დვორია უმტიტი ააცმევინეთ
დაიძრა,დაიძრა საქმე.მესის კონტრაქტი,ხელფასებსი ამბავი,ნაგვის გასუხარება.მთავარია დროზე მოხერხდეს,რომ ლაპორტამ ის 1-2 ტრანსფერი კიდევ გააკეთოს,კაი ჰა 1 წესიერი მცველი მოიყვანოს არაუხოს გვერძე და მეტი არ გვინდა.
დღეს წყდება გუნდის დაცვის საკითხი?