UEFA-მ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის წილისყრის თარიღი ოფიციალურად დაადასტურა. იგი 26 აგვისტოს თურქეთში, კერძოდ, ქალაქ სტამბოლში გაიმართება.
“ბარსელონა” მე-2 კალათში იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ “ბლაუგრანა” ჯგუფში პირველი, მე-3 ან მე-4 კალათის გუნდებთან ითამაშებს.
აქვე წარმოგიდგენთ კლუბებს, რომლების მონაწილეობაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უკვე გადაწყვეტილია:
- პირველი კალათა: ჩელსი, ვილიარეალი, ატლეტიკო, სიტი, ბაიერნი, ინტერი, სპორტინგი, ლილი
- მე-2 კალათა: ბარსელონა, რეალი, იუვენტუსი, მანჩესტერი, პსჟ, ლივერპული, სევილია, დორტმუნდი
- მე-3 კალათა: პორტუ, აიაქსი, ლაიფციგი, ატალანტა, ზენიტი
- მე-3 ან მე-4 კალათა: ბეშიქთაში, კიევის დინამო, ბრიუგე
- მე-4 კალათა: მილანი, ვოლფსბურგი
აქვე შეგახსნებთ, რომ 2021/22 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში გასვლაზე გატანილი გოლის უპირატესობის წესი უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ თამაში დამატებით დროში გადავა, თუ გუნდები 2 მატჩის ჯამში თანაბარი რაოდენობის გოლებს გაიტანენ.
მეორე უკეთესია პირველზე
მე თუ მკითხავთ, მეორე კალათა პირველზე არანაკლებ ძლიერია.
ვილიარეალი, რომ პირველ კალათაშია და ბარსა მეორეში.
ვავა
ვლფსბურგი კიევის დინამო ატალანტა … კაი ჯგუფი იქნებოდა
სპორტინგი,ზენიტი,ბეშიქთაში დაგვხატავდა
რა კარგია სტუმრად გატანილ ბურთს რო აუქმებენ
მარტივი ჯგუფი რო არ მოგვიწევს ეგ ფაქტია
5გუნდი კვალიფიკაციიდან დაემატება. ვფიქრობ საინტერესო ჯგუფები იქნება