“ბარსელონასა” და “შტუტგარტს” შორის დღეს გასამართი ამხანაგური მატჩი დათქმულ დროზე, 20:00 საათზე, აღარ დაიწყება.
თავდაპირველად გერმანულ გუნდში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების გამო დღეს თამაშის ჩატარება აღარ იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ მატჩის გამართვა გადაწყდა. მიუხედავად ამისა, შეხვედრა მაინც გადაიდო, თუმცა მხოლოდ ერთი საათით.
“ბარსელონას” Twitter-ის გვერდმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ თამაშის დაწყების დრო კატალონიური გუნდის სტადიონზე დროულად ვერმისვლის გამო ერთი საათით გადაიდო. ამის მიზეზი საცობია.
თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
მაგარი თამაში იყო
კოვიდი არ აიკიდონ ბიჭებმა.
ვიგებთ ურსა