კატალონიის რადიოსა და TV3-ის სპორტული პროგრამის ცნობით, ანტუან გრიზმანი მომდევნო სეზონში ისევ “ბარსელონაში” ითამაშებს.
კლუბი ფეხბურთელის მიერ აქამდე გაწეულ შრომას აფასებს და მასზე იმედებს ისევ ამყარებს.
გრიზმანის “ბარსადან” წასვლა აქტუალური მისი მაღალი ანაზღაურებისა და ტრანსფერიდან დიდი ფინანსური მოგების მიღების პერსპექტივის გამო გახდა, რაც კლუბის ეკონომიკურ მდგომარეობაზე დადებითად იმოქმედებდა. როგორც ჩანს, “ბარსელონა” ამ ნაბიჯის გადადგმას საჭიროდ არ მიიჩნევს.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” გარდა ერთადერთი გუნდი, სადაც გრიზმანი თამაშს ისურვებდა, “ატლეტიკოა”. მადრიდელებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა და კლუბებმა ფეხბურთელთა გაცვლის ვარიანტებიც განიხილეს, მაგრამ საქმე შეთანხმებამდე არ მისულა.



აბაა მეც მაგას არ ვამბობ
ნეტა ვინც მართლა გასაგდებია ისინი გაგვაყრევინა.
ძალიან კარგი ვამაყობ გრიზმანით და ლაპორტას ხელმძღვანელობით
დამრჩენების დარჩენა გარკვეულია მაგრამ ვინც წასასვლელია იმათ რას უპირებენ საინტერესოა