კოტ-დ’ივუარის ნაკრებთან მატჩი პედრი გონსალესისთვის 2020/21 წლების სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული 69-ე იყო. “ბარსელონას” ნახევარმცველი საკლუბო და სანაკრებო დონეზეც შეუცვლელია – დამღლელი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ, სადაც საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად დასახელდა, ის ოლიმპიადაზეც ასპარეზობს.
ჟურნალისტ ტონი ჟუანმარტის ინფორმაციით, პედრიზე მეტი შეხვერა მხოლოდ “მანჩესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელ ფეხბურთელ ბრუნო ფერნანდეშს აქვს. მის ანგარიშზე 70 თამაშია. ამ მაჩვენებელს პედრი ოლიმპიადის ნახევარფინალში გაუთანაბრდება (სადაც აუცილებლად ითამაშებს, თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა), ფინალში გასვლის შემთხვევაში კი გაასწრებს კიდეც.
როგორც რონალდ კუმანმა რამდენიმე დღის წინ თქვა, 18 წლის ნახევარმცველი ოლიმპიადის დასრულების შემდეგ დასვენებისთვის დამატებით დროს მიიღებს და “ბარსას” მოგვიანებით შეუერთდება.




აბა სად გადარჩა
მაგრად გადარჩა დღეს პედრი, რეკორდის შანსიც შეინარჩუნა არადა წკიპზე იყო ესპანეთი გავარდნასთან.
რამდენი ასისტი დაუგროვდა ან გოლი რამდენი აქვს 69 თამაშიდან, მარტო ფიზიკურად სიძლიერე ხო არ არის ყველაფერი
გაიკეთოს უკან ეგ შედეგი,გათავდა კაცი,აღარაა,კუმანმა 2 კვირა უნდა დაასვენოს