workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ესპანეთი ნახევარფინალშია!

ესპანეთი ნახევარფინალშია!

ტოკიოში მიმდინარე ოლიმპიადის საფეხბურთო ტურნირზე ესპანეთის ნაკრები ნახევარფინალში გავიდა. “ფურია როხამ” მეოთხედფინალში კოტ-დ’ივუარი დაამარცხა, მომდევნო ეტაპზე კი იაპონიასა და ახალ ზელანდიას შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. 

ერიკ ბაილისა და დანი ოლმოს გოლების შემდეგ დამატებულ წუთებამდე ანგარიში 1-1 იყო, მატჩის ბოლოს კი აფრიკელები მაქს გრადელმა წინ გაიყვანა. მალევე ამ გოლს ცვლილებაზე გამოსულმა რაფა მირმა უპასუხა და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა. აქ ესპანელებმა დიდი უპირატესობა მოიპოვეს და მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გაუტანეს: ჯერ მიკელ ოიარსაბალმა შეაგდო, რაფა მირმა კი  თავი კიდევ ორჯერ გამოიჩინა. საბოლოოდ, მატჩი 5-2 დასრულდა. 

“ბარსელონას” შემადგენლობიდან მოედანზე ოსკარ მინგესა, ერიკ გარსია და პედრი გონსალესი იყვნენ. მინგესამ ტრავმა მიიღო და მოედნის დატოვება მატჩის დასაწყისშივე მოუხდა, პედრი დამატებით დროში შეცვალეს, გარსიამ კი თამაში სრულად ჩაატარა. 

ნახევარფინალი 3 აგვისტოს გაიმართება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (3)

  • azulgerana
    schedule 03 აგვ 2021, 22:25

    ციტატა: ani-barca10
    ქართველმა ნატკენი ფეხით დადო ოლიმპიადაზე ბრინჯაო და ამ დოპინგა ჯოკოვიჩმა უარი თქვა შერეულ წყვილებში თამაშზე და აგინებს ახლა მთელი სერბეთი :დდდდ პლიუს კარენო ბუსტამ ერთეულებში გაიფინა დღეს ბრინჯაოზე, მოკლედ დოპინგით არ უშვებენ ოლიმპიადაზე და უსუსტესი ხდება :დდდ


    შენ რა იცი

  • Albicelecte
    schedule 31 ივლ 2021, 17:41

    სხვათა შორის, რაფა მირი ბარსას აღზრდილია, ესეც აღსანიშნავია….

  • azulgerana
    schedule 31 ივლ 2021, 16:43

    ახალი ზელანდია ჯობია უფრო ადვილად მოიგებენ