workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
Sportitalia | რომეროს  შესაძენად ბარსას პირველი წინადადება უშედეგო აღმოჩნდა

Sportitalia | რომეროს შესაძენად ბარსას პირველი წინადადება უშედეგო აღმოჩნდა

Sportitalias-ს ინფორმაციით, არგენტინელი ცენტრალური მცველის, კრისტიან რომეროს შესაძენად “ბარსელონამ” პირველი შეთავაზება გააგზავნა, თუმცა იტალიიდან უარი მიიღო. 

23 წლის მცველის დასამატებლად კატალონიელებს მეორე ვარიანტიც აქვთ, რაც უფრო სარფიან იჯარას და გამოსყიდვის უფლებას გულისხმობს. 

რომერო ამჟამად “ატალანტას” ღირსებას იცავს, მაგრამ ის “იუვენტუსის” საკუთრებაა. არგენტინელ მცველს გამორჩეული საკლუბო სეზონის გარდა სელს წარმატებული სანაკრებო ტურნირიც ჰქონდა, სადაც ლეო მესისთან ერთად კოპა ამერიკის მოგება იზეიმა.

ბერგამოელთა მაისურით მან 2020/21 სეზონში 42 მატჩი ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 5 ასისტი შეასრულა.

დარჩენილ 1 თვეზე ოდნავ მეტში “ბარსელონა” კიდევ რამდენიმე სატრანსფერო მოლაპარაკების გაჩარხვას აპირებს. ამ პროცესის დასაგეგმად მატეუ ალემანი, რაფაელ იუსტე და რონალდ კუმანი შეხვედრას აპირებენ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (14)

  • azulgerana
    schedule 03 აგვ 2021, 20:51
    #14

    Tito cule,
    მეც

    ციტატა: C.PC5
    მართლა კაი ბიჭი ჩანს ასე რომ ღირს მემგონი გარისკვა და მოყვანა ამის. ორი ფრანგიდან ერთ-ერთი მაინც რომ გაგვასაღებინა ამის ტრანსფერში ეგ საერთოდ დაგლიჯავდა🙌


    კი მეც მაგას ვამბობ

  • azulgerana
    schedule 01 აგვ 2021, 22:39
    #13

    ციტატა: El pistolero 9
    დაგვხატავდა❤❤


    აუცილებელია წინასწარ დარეკვა და დაჯავშნა წინასწარ

  • nika 54
    schedule 30 ივლ 2021, 13:25
    #12

    ვეღარ გავიგე, შეთავაზება ბარსას არ გაუკეთებიაო, ეხლა გაუკეთებია-ო. რომელ ნიუსს ვენდოთ ხოლმე, წითლად მაინც აღნიშნეთ.

  • El pistolero 9
    schedule 30 ივლ 2021, 13:12
    #11

    დაგვხატავდა❤❤

  • Don_Andresito
    schedule 30 ივლ 2021, 12:10
    #10

    ციტატა: La Pulga10
    უუუჯჯ რას დაგვხატავდა,მაგრამ ტოტენჰემის 45 მლნბზე თქვეს უარი,როგორც მახსოვს 55 ზე იაფად არ მოგცემთო


    ანუ თუ იუვე ფლობს ბოლომდე ამის უფლებებს და ეგრეა როგორც ვიცი,45 ზე იმიტო თქვეს უარი რო ატალანტას 2 წლიანი იჯარით ყავს და ჯარიმა უნდა გადაიხადოს იუვემ თუ შეწყდა ეგ იჯარა. მაგიტო მოითხოვეს მეტი რო ალბათ ჯარიმა იქნება 10 მილიონამდე. სავარაუდოდ რა, ზუსტად არ ვიცი. ისე კი იუვესთან ერთი ის უპირატესობა გვაქ რო პიანიჩI გვყავს რომელიც უნდათ, ასევე ეძებენ ცაცია მცველს კიელინის შემცვლელად, ბონუჩიც დემირალიც და დე ლიხტიც მარჯვენა ცენტრალური მცველები არიან. ამიტო პიანიჩს+ლენლგეზე წამოვლენ დარწმინებული ვარ. უბრალოდ არც რომეროა ცაცია და ეგეც პიკეს არაუხოს და სხვების მსგავსად მარჯვენა ცეტრალური მცველია, ისე კი წაუმასკერანოებს, ცხოველია, მიდი და გაცდი აბა, არაუხოსთან კარგ დუეტს შექმნიდა.

  • La Pulga10
    schedule 30 ივლ 2021, 11:09
    #9

    უუუჯჯ რას დაგვხატავდა,მაგრამ ტოტენჰემის 45 მლნბზე თქვეს უარი,როგორც მახსოვს 55 ზე იაფად არ მოგცემთო

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 30 ივლ 2021, 09:09
    #8

    Lasho,
    პაულინიო გადავიდა უკვე სხვაგან

  • Nikabedinadze
    schedule 30 ივლ 2021, 03:34
    #7

    ძალიან რთული იქნება ამის მოყვანა

  • Norman Bates
    schedule 30 ივლ 2021, 02:02
    #6

    ლაპორტამ რამე ტრანსფერი დადოს თორე დაძმარდა სიახლეები

  • Iniesta_8
    schedule 30 ივლ 2021, 01:11
    #5

    ნეტა მართლა მოვიდეს, მარა იჯარა და გამოსყიდვის უფლება სისულელეა, გამოსყიდვის ვალდებულებას მაინც მოითხოვს ატალანტა როგორც მინიმუმ, მარა იჯარით რატომ მოგვცემს როცა გაყიდვაც თავისუფლად შეუძლია.

  • Lasho
    schedule 30 ივლ 2021, 01:09
    #4

    თუმოიყვანენ კაი იქნება.. ნახევარმცველს რო ითხოვს კუმანი თუ ვანდებეეკი ვერმოიყვანეს პაულინიო დააბრუნონ.. გავის დემირს და გონსალესსაც მისცეს შანსი

  • C.PC5
    schedule 30 ივლ 2021, 00:46
    #3

    მართლა კაი ბიჭი ჩანს ასე რომ ღირს მემგონი გარისკვა და მოყვანა ამის. ორი ფრანგიდან ერთ-ერთი მაინც რომ გაგვასაღებინა ამის ტრანსფერში ეგ საერთოდ დაგლიჯავდა🙌

  • Tito cule
    schedule 30 ივლ 2021, 00:39
    #2

    ჯერემი რენერი,
    აბა ვინ გინდა ნეიმარი და გვარდიოლა?

  • ჯერემი რენერი
    schedule 30 ივლ 2021, 00:18
    #1

    უკვე თავი სიზმარში მგონია ხოლმე, როდესაც ისევ კუმანს ვხედავ მწვრთნელად.. და დემბელე კვლავ ბარსელონაში ირიცხება..