“ბარსელონას” გამოცდილ ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს “იუვენტუსში” დაბრუნებას აქტიურად უწინასწარმეტყველებენ.
ახლა კი, Mundo Deportivo-ს ინფორმაციიით, მიუხედავად იმისა, რომ ტურინელთა მთავარ მწვრთნელს, მასიმილიანო ალეგრის თავისი ყოფილი შეგირდის შეძენა სურს, იტალიური კლუბი ტრანსფერის განსახორციელებლად სათანადო ფორმულას ვერ პოულობს.
კატალონიური გამოცემის ცნობით, “ბებერი ქალბატონის” რიგებში ბოსნიელი ფეხბურთელის გადაბარგებას ბევრი მომხრე ჰყავს.
MD-ს თანახმად, გადამწყვეტი ფაქტორი, შესაძლოა, “ბარსასა” და “იუვეს” შორის გამპერის თასზე ჩასატარებელი მატჩი გახდეს.
31 წლის მოთამაშე “ბლაუგრანაში” 2020 წლიდან ასპარეზობს – მისი ამჟამინდელი კონტრაქტი 2024 წლამდეა ძალაში.
ანუ, ძირითადში დავაყენოთ და ყველამ მაგას უპასოს რო როგორმე გოლიც გავატანინოთ და ეგრევე წაიყვანენ?
არის ასრულდა ოცნება ურაა
"MD-ს თანახმად, გადამწყვეტი ფაქტორი, შესაძლოა, "ბარსასა" და "იუვეს" შორის გამპერის თასზე ჩასატარებელი მატჩი გახდეს"
ანუ, ძირითადში დავაყენოთ და ყველამ მაგას უპასოს რო როგორმე გოლიც გავატანინოთ და ეგრევე წაიყვანენ?
ე ბიჭო არტურში გაცვალეთ რა ფორმულას ვერ პოულობენ
რავა ყველაფერი რთულდება. შეგვეტენა ეს ბალასტი და ეგაა
არტურიში გაცვალონ ისევ
რომერო ხო იუვეს ეკუთვნის და მანდ სადმე ბარტერი უნდა გავჩარხოთ. თუარა ინტერსაც უნდა და ბასტონიში გავცვალოთ