ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “ბარსელონადან” “ხეტაფეში” გადაბარგებული კარლეს ალენია, კატალონიურ კლუბში მომუშავე ბოლო ორ მთავარ მწვრთნელზე საუბრობს:
“ვიცოდი, რომ კუმანის გემოვნებაში არ ვჯდებოდი. ვალვერდეს დროს კი გამოძახებას 5 თვე ველოდებოდი, მისი მწვრთნელობისას შესაძლებლობის მიღებას ვნატრობდი.”
ალენიას სიტყვებს Totcosta ციტირებს.
კარლესი ბოლო 2 წლის განმავლობაში ჯერ “ბეტისში”, შემდეგ კი “ხეტაფეში” იყო განათხოვრებული. საბოლოოდ ის სწორედ მადრიდულ გუნდში დარჩა, “ხეტაფეს” მისი დამატება 5 მილიონი ევრო დაუჯდა.
ესპანელი “ბარსას” ასაკობრივ გუნდებში 2013 წლიდან ირიცხებოდა, კატალონიელთა მაისურით მან კოპა დელ რეის ორჯერ, ლა ლიგის კი ერთხელ მოგება შეძლო.
მიდი რაა
რა უკვირს ამას, ვერ ხვდება რო მართლა არაფერი გამოსდიოდა გუნდში?
მგონი არც არავის გემოვნებაში არ ჯდებოდა კამპ ნოუზე,
არც გულშემატკივრისა
ამ ბარსელონაში მისი ადგილი საერთოდ არ იყო.
თუ ეამე შეუძლია ხეტაფეში დაამტკიცოს და დააბრუნებენ
ნეტა შენ ვის გემოვნებაში უნდა ჩაჯდე შე უნიჭო
არ არის ეს ბიჭი ცუდი, ზედმეტი მოთხოვნა იყო ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელისადმი თორე თავიარცერთხელ შეურცხვენია, მახსოვს პასები გამწვავები კარში დარყმებიც, ლა მასიელი რო იყო, პატარაობიდანვე მახსოვს ამის თამაშები, ჰაილაითების ვიდეობი შეიძლება მაგიტო ვაფასებ მე, სუბიექტურად… ზედმეტად მაგრამ მომწონდა, მომწოსნ და ვგულშემატკივრობ <3 მორბასავით ხელფასი, ხელფასიო არ გაიძახოდა