workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: გერმანიაში 25 ფეხბურთელი გაემგზავრება

ოფიციალურად: გერმანიაში 25 ფეხბურთელი გაემგზავრება

“ბარსელონა” იმ 25 ფეხბურთელის სიას აქვეყნებს, რომლებიც გერმანიაში გასამართ შეკრებაზე გაემგზავრებიან.

აღსანიშნავია, რომ განაცხადში არ არის ილაიშ მორიბა – კლუბთან გართულებული მოლაპარაკებების გამო, 18 წლის ფეხბურთელი პირველი გუნდისგან იზოლირებულია.

“ბარსა B-დან” გერმანიაში ინიაკი პენია, არნაუ ტენასი, არნაუ კომასი, ალეხანდრო ბალდე, იუსიფ დემირი, ალექს კოლიადო, გავი, ნიკო გონსალესი, რეი მანაი და ნილს მორტიმერი გაემგზავრებიან.

დღეს, “სიუტატ ესპორტივაზე” მარტინ ბრეითუეიტი, სერხიო ბუსკეტსი და ჟორდი ალბა დაბრუნდნენ და ისინი გუნდს გერმანიაში გაჰყვებიან.

სხვადასხვა მიზეზით, ტურნეში მონაწილეობას ვერ მიიღებენ ლეო მესი, სერხიო აგუერო, ემერსონი, პედრი გონსალესი, ოსკარ მინგესა, ერიკ გარსია, ფილიპე კოუტინიო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ანსუ ფატი.

სრული სია ასე გამოიყურება:

მეკარე: ნეტუ, პენია, ტენასი.

მცველი: დესტი, პიკე, რობერტო, უმტიტი, არაუხო, ლანგლე, ალბა, კომასი, ბალდე.

ნახევარმცველი: დე იონგი, ბუსკეტსი, პიანიჩი, პუჩი, დემირი, კოლიადო, გავი, ნ. გონსალესი.

თავდამსხმელი: ბრეითუეიტი, გრიზმანი, მემფისი, მანაი, მორტიმერი.

კატალონიური კლუბი 31 ივლისს “შტუტგარტს” დაუპირისპირდება, ხოლო 4 აგვისტოს კი – “ზალცბურგს”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (6)

  • azulgerana
    schedule 04 აგვ 2021, 02:15
    #6

    რამდენი?[/center]25?

  • nikusha
    schedule 29 ივლ 2021, 19:13
    #5

    პირველი ტაიმი ამ სასტავით უნდა ვიყომაროთ:

    ნეტუ
    დესტი-პიკე-უმტიტი-ბალდე
    დე იონგი-ნიკო გონსალესი-რობერტო
    კოლიადო-დეპაი-გრიზმანი

    მეორე ტაიმი კი ასე:

    პენია
    არაუხო-კომასი-ლენგლე-ალბა
    პიანიჩი-ბუსკეტსი-გავი
    დემირი-მანაი-ბრაითვაიტი

  • nika 54
    schedule 29 ივლ 2021, 13:10
    #4

    მორიბას გვარს ნუღა ახსენებთ, ეგ არ არის ბარსას ღირსი, გაასხმევინონ აუცილებლად.

  • Bakero
    schedule 29 ივლ 2021, 00:52
    #3

    სამი კაცი მაინტერესებს დემირი ნიკო გონსალესი და მანაი

  • M10 S9 D11
    schedule 28 ივლ 2021, 17:20
    #2

    აბა მორიბაც მიყვაბაო? ძაან კაი რო არ წაიყვანა კუმანმა მეტის ღირსია ეგ ფულის ხამი

    შტუდგარტთან ეს კამანდა უნდა ათამაშოს

    პენია
    დესტი არაუხო უმტიტი ბალდე
    დე იონგი ბუსკეცი პუჩი
    კოლადო გრიზმანი დეპაი
  • პენდრაგონი
    პენდრაგონი ვეტერანი
    schedule 28 ივლ 2021, 16:24
    #1

    პენია – კომასი, უმტიტი, დესტი, ბალდე – დე იონგი, გავი, დემირი – მემფისი, კოლადო, მანაი.