Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, დღეს ვარჯიშს “ბარსელონას” კიდევ სამი ფეხბურთელი – ჟორდი ალბა, სერხიო ბუსკეტსი და მარტინ ბრეითუეიტი – განაახლებს.
წყაროს ცნობით, ჩამოთვლილმა მოთამაშეებმა შვებულება დაასრულეს და დღეს “სიუტატ ესპორტივაზე” კლუბს შეუერთდებიან, რათა გერმანიაში გასამართი ამხანაგური ტურნესათვის მოემზადონ.
“ბარსელონას” ბუსკეტსისა და ალბასთვის ხელფასის შემცირება სურს, რაზეც, გავრცელებული ინფორამციით, ეს უკანასკნელი უარს აცხადებს.
რაც შეეხება დანიელ თავდამსხმელს, კატალონიური გრანდი მის გაშვებას გეგმავს. ბრაითუეიტის შეძენით რამდენიმე ინგლისური კლუბი ინტერესდება.




ჯიგარია არა ბატის კვერცხი
ბუსკეცი ჯიგარია, თან ვიცე-კაპიტანია, ევროც მაგრად ჩაატარა და დიდი ძალაა გუნდისთვის.
ალბაც კარგი იყო წინა სეზონში და ევროზეც კარგად იდგა, თუმცა ამგვარ ქმედებას მისგან არ მოველოდი. ამიტომ გაყიდონ ან ვინმე კარგი ცენტრალური მცველის ბარტერში ჩართონ.
ბრეიტვეიტს რაც შეეხება გასაყიდია.
ოოჰ დაბრუნებულა ფენომენო
მოკლედ ეს ბრეითვეიტი, მიდის და თან ვეღარ მიდის რა, ამის დრო გვაქვს? ქვეყნის ნაგავია გუნდში დასაწმენდი და მე მგონი ალბაც ამ სიაში მოხვდა.