როგორც Sport იუწყება, კატალონიის “ბარსელონას” უკანახაზელი, კლემან ლანგლე წამსვლელთა სიაში მოწინავეთა შორის არაა, თუმცა კლუბი მზადაა, შეთავაზებები განიხილოს.
ზემოხსენებული წყაროს ინფორმაციით, ფრანგ ფეხბურთელს მსურველები არ აკლია – მას ინგლისსა და იტალიაში იწვევენ.
ამასთან, კატალონიური გამოცემის მტკიცებით, 26 წლის მოთამაშის სანაცვლოდ “რომამ” “ბარსას” 15-მილიონიანი წინადადებით მიმართა, თუმცა ჟოან ლაპორტას მასში მინიმუმ 25 მილიონი ევროს მიღება სურს.
ცნობილია, რომ წასვლის შემთხვევაში, ლანგლეს პრემიერ ლიგაში გადაბარგების პერსპექტივა უფრო ხიბლავს. გუნდთან კლემანის ამჟამინდელი ხელშეკრულება 2026 წლამდეა ძალაში.




ანუ ამის მოსაწონი გუნდი ჯერ არ გამოჩნდა ხომ?
თან როგორ უხდება თეთრი ფორმა…
3 წელი თეთრი ფორმით თამაშობდა თურმე და ჩვენ ლურჯ-ბროწეულისფრად გვეჩვენებოდა…
დალტონიკი ვყოფილვარ და ვერ გამიგია
დიდად არ ვგიჟდები ამაზე და მივესალმები ამის წასვლას, მარა15 მილიონი არაფერია ამაში რაც არ უნდა შეცდომები ქონდეს.არც ეგეთი ცუდია და პლიუს 26 წლისაა ჯერ
1000% გეთანხმები
15 ლიმონს იხდიდნენ და უარი თქვეს?!
ლაპორტას რაღა ემართება? რამ გააწუწკა ეგრე ძალიან?!
მე უფასოდ გაშვებაზეც ყაბულს ვიყავი, ოღონდაც მომდევნო სეზონში ლურჯ-ბროწეულისფერი მაისურით აღარ ვნახო
ვარანს ყიდის რეალი და მის შემცვლელად არ უნდა?! კაკრაზ ფრანგია,
თანაც გუნდთან შეწყობა-შეთამაშება არ გაუჭირდება, 3 სეზონია ისედაც მადრიდულ საქმეებს აკეთებს
ვაიმე 15 მილიონი ამაში მადლია
პრემიერ ლიგაში ეს წარმოიდგინეთ😀😀😀
რა დავაშავეთ ამას რომ ვერ ვაგდებთ😭😭😭😭😭 ბართომეუ შენი🤬🤬🤬
20 მილიონი და წაიღოოონ ეს ხეე💆🏻♂️
ვაახ რომა იხდიდა 15 მილიონს და რატო არ გაუშვეს ? ამაში 25 მილიონს არავინ გადაიხდის.. წავიდეს ეს და მეტი სათამასო დრო ქონდეს მინგესა და არაუხოს
ლოგიკური თანხაა 25 მილიონი ამისთვის