ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სუბისარეტა, სანლეი და ბართოლომეუ სანჩესის აგენტს ესტუმრნენ

სუბისარეტა, სანლეი და ბართოლომეუ სანჩესის აგენტს ესტუმრნენ

 

ხუთშაბათს, ალექსის სანჩესის აგენტთან მოლაპარაკებები კატალონიის “ბარსელონას” წარმომადგენლებმა გამართეს…

 

მოგეხსენებათ ოთხშაბათს, ბარსელონას ალექსის სანჩესის აგენტი, ფერნანდო ფელიცევიჩი ესტუმრა. იგი სასტუმრო “Princesa Sofia”-ში დაბანაკდა. დღეს კი ამ სასტუმროს კატალონიის “ბარსელონას” სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და საფეხბურთო დირექტორი რაულ სანლეი ესტუმრნენ. მოგვიანებით კი მათ სპორტული ვიცე პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართოლომეუ შეუერთდათ.

 

შეხვედრა სამ საათზე მეტ ხანს გაგრძელდა. შეთანხმება თითქმის მიღწეულია. ალექსისთან და “უდინეზესთან” რამდენიმე პატარა დეტალია შესათანხმებელი, რის შემდეგაც იტალიური “უდინეზესა” და ჩილეს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი კატალონიის “ბარსელონას” ფორმას მოირგებს.

 

შეგახსენებთ, რომ “ბარსა” ჩილელი ფეხბურთელის სანაცვლოდ 26 მილიონი ევროს გადახდას აპირებს. წარმატების შემთხვევაში კი კატალონიური კლუბის მესვეურები ჯამპაოლო პოცოს “უდინეზეს” 11 ან 12 მილიონ ევროს გადაურიცხავენ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში