ალექს კოლიადოს სჯერა, რომ “ბარსელონას” პირველი გუნდის შემადგენლობაში თავის დამკვიდრებისთვის ბრძოლა შეუძლია.
კატალონიური Sport-ის ინფორმაციით, 22 წლის ფეხბურთელს სხვა კლუბებიდან შემოთავაზებები აქვს, თუმცა მათი მოსმენა არ სურს და აპირებს, პრესეზონის ამხანაგურ მატჩებში მიღებული შანსები მაქსიმალურად გამოიყენოს.
კოლიადო პირველ მოსამზადებელ მატჩში, “ჟიმნასტიკთან”, სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, დღეს კი გუნდს “ჟირონასთან” თამაშში დაეხმარება.
Mundo Deportivo-ს ცნობით, “ბარსა ბ-ს” კაპიტანს ბელგიასა და ჰოლანდიაში იწვევენ.



შენც პესეჟე და ჩელსი არ გიწვევდნენ ეხლა.
და ვინ უშვებს რო უნდა დააწინაურონ ეს
აღარ არის გუნდში ადგილი, ალბათ მალე მესი ეტყვის ლაპორტას წავედი ძმაო, მოედანზე კი არა გასახდელშიც აღარ არის ჩემი ადგილიო, ყველას პირველ გუნდში უნდა.
და ამის გაშვება განიხილება საერთოდ!!! ტრინკაუზე მეტს ყველა ვარიანტში იზამს თუ დრო მიეცა