workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ილაიშ მორიბა “ბარსა ბ-ს” განაცხადში ვერ მოხვდა

ილაიშ მორიბა “ბარსა ბ-ს” განაცხადში ვერ მოხვდა

“ბარსელონას” სარეზერვო გუნდი დღეს სეზონის პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს. ილაიშ მორიბა, რომელიც პრესეზონისთვის პირველი გუნდში არ გამოიძახეს, ვერც “ბარსა ბ-ს” განაცხადში მოხვდა. 

18 წლის ფეხბურთელი იქამდე არ ითამაშებს, სანამ მისი მომავალი საბოლოოდ არ გაირკვევა: პერსპექტიული ნახევარმცველი კლუბთან ახალი კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდება, “ბარსელონა” კი ფეხბურთელის შესანარჩუნებლად ფინანსურ დათმობებზე წასვლას არ აპირებს. დღეს გავრცელებული ინფორმაციით, გამორიცხული არაა, კატალონიელებმა მორიბას ტრანსფერი ამ ზაფხულშივე განახორციელონ. 

“ბარსა ბ” კატალონიურ “ლ’ესკალას” სტუმრად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 22 საათზე დაიწყება. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (22)

  • nika 54
    schedule 24 ივლ 2021, 14:09
    #22

    სულ რო მესი-2 იყოს, ჯერ ზრდილობა და მოქცევა ეკადრება. ლაწირაკია და მესის ხელფასი უნდა უკვე? ამ დროს ლეო ვერ გავიფორმეთ და ეს ტვინის ბურღი ითხოვს, ჯერ ხელფასი მომიმატეთ და მესიზე მერე იჩალიჩეთო? არ არის ცემით მოსაკლავი.

  • Zura Gviniashvili
    schedule 24 ივლ 2021, 11:24
    #21

    neo222,
    პედრიზე მეტად ეს მომწონდა. კარგად იხსნებოდა და მშვენიერი დარტყმაც აქვს. ერთი უეჭველი გაიტანა და ლამაზი გოლიც მაგრამ მგონი 2-3 აქვს გატანილი. ცოტა რომ დააყენოს უკანალი და ერთი კონტრაქტი გააფორმოს ჯობია მზგისთვის . განვიღარდება კიდევაც. მომინდომა უკეთესი პირობები იმის გამო რომ პერსპექტიულია.