ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და “ვილიარეალის” ყოფილი წევრი, ჟოან კაპდევილია საფეხბურთო კარიერას პორტუგალიაში გააგრძელებს…
33 წლის ესპანელი ფეხბურთელი საფეხბურთო კარიერას ლისაბონის “ბენფიკაში” გააგრძელებს. “ბენფიკა” ჟოანისთვის მეხუთე კლუბი იქნება. ვეტერან ფეხბურთელს “ესპანიოლში”, “დეპორტივოში”, “ატლეტიკო მადრიდსა” და “ვილიარეალში” აქვს ნათამაშები.
მოგეხსენებათ ესპანელი მარცხენა მცველით დაინტრესებას კატალონიური “ბარსელონა” გამოთქვამდა, თუმცა ეს თემა უკვე დახურულია და წარსულს ჩაბარდა, რადგანაც 2 წლის მანძილზე კაპდევილია ლისაბონური გუნდის ღირსების დაცვას შეეცდება. კაპდევილია “ბენფიკაში” კოენტრაოს შეცვლის, რომელმაც ამ სატრანსფერო სეზონზე პორტუგალია დატოვა და ესპანეთში, მადრიდში გადაბარგდა, სადაც “რეალ მადრიდის” ფორმით იასპარეზებს.



