workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ოფიციალურად: დეპაის პრეზენტაციის დრო და დეტალები ცნობილია

ოფიციალურად: დეპაის პრეზენტაციის დრო და დეტალები ცნობილია

ხვალ, “ბარსელონა” “კამპ ნოუზე” გუნდის ნიდერლანდელ ახალწვეულს, მემფის დეპაის, წარადგენს.

კლუბის ცნობით, ღონისძიება, თბილისის დროით, 20:15 საათზე ხელშეკრულებაზე ხელმოწერის ცერემონით დაიწყება. იგი მედიისთვის დახურული იქნება და კლუბი ცერემონიის ამსახველ მასალას მოგვიანებით გაავრცელებს.

21:00 საათზე მემფისს “კამპ ნოუს” მინდორზე ვიხილავთ, სადაც ტრადიციული ფოტოსესია ჩატარდება, 21:30 საათზე კი გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც პრეზიდენტთან ერთად, რაფაელ იუსტე (ვიცე-პრეზიდენტი) და მატეუ ალემანი (სპორტული დირექტორი) დაესწრებიან.

აქვე, აღსანიშნავია, რომ, პანდემიის გამო, გულშემატკივარი პრეზენტაციას ვერ დაესწრება.

გუშინ, 27 წლის შემტევმა ახალი გუნდის რიგებში პირველად ივარჯიშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 21 ივლ 2021, 16:48
    #2

    როდის ვნახავთ ჩანაწერს?

  • El pistolero 9
    schedule 21 ივლ 2021, 14:07
    #1

    ნეტა ეა რა ნომერი იქნება??