მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ Marca-სთან ინტერვიუში ანტუან გრიზმანის შესახებ ისაუბრა:
გრიზმანთან კარგი უერთიერთობა მაქვს, რადგან ჩემი ქალიშვილები მის ვაჟებთან ერთად თამაშობენ. მინდა, მან წარმატებას “ბარსაშიც” მიაღწიოს. ანტუანი შესანიშნავი ფეხბურთელია. მიუხედავად იმისა, რომ მუდმივი სათამაშო დრო არ ჰქონდა, მას კატალონიურ კლუბში სეზონში ოც გოლზე ნაკლები არასდროს გაუტანია. ეს მნიშვნელოვანი რიცხვებია. “ბარსელონაში” გრიზმანისგან, ტრიუმფის გარდა, არაფერს ველი.
ბოლო პერიოდში, ფრანგ თავდამსხმელს “როხიბლანკოში” დაბრუნებას უწინასწარმეტყველებდნენ, თუმცა უკანასკნელი ინფორმაციით, მისი და საულ ნიგესის გაცვლა აღარ შედგება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ბარსელონაში” სადებიუტო სეზონში ანტუანმა თავი მხოლოდ 15 გოლით გამოიჩინა.




გვეღადავება?
გრიზმანი ბარსელონაში, მის თავსაც იტანჯავს, გუნდსაც და გულშემატკივრებსაც. ატლეტიკოში გადასვლა ყველასთვის კარგი იქნება
მაინტერესებს ვინ სად ითამაშებს ამ სეზონში. დეპაი ცენტრში იქნება თუ მარცხნივ და გრიზმანის პოზიცია