ოთხშაბათის ვარჯიშის ერთ–ერთი სიახლე კარლეს პუიოლის მოედანზე დაბრუნება გახლდათ. კაპიტანმა, რომელიც მარტო ვარჯიშობდა, სირბილი დაიწყო…
პეპ გვარდიოლას თავის პრეს–კონფერენციაში უკვე აღნიშნული ჰქონდა, რომ კარლეს პუიოლის საქმეები ტრავმის შემდეგ კარგად მიდიოდა. კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა ოთხაბათ დილას მარტო ივარჯიშა. მას თან მწვრთნელი ახლდა, რომელიც კარლესს აღდგენით სამუშაოებში ეხმარება.
პირველი ივნისი კარლესისთვის კარგად გასახსენებელი არ გახლავთ. 7 კვირის წინ, პუიოლმა მარცხენა ფეხის მუხლზე ოპერაცია გაიკეთა. ოპერაციის შემდეგ, ექიმებმა განაცხადეს, რომ კაპიტანი გუნდს სრულფასოვნად 2–3 თვეში დაუბრუნდებოდა. შეგახსენებთ, რომ ფეხბურთელს მუხლის არეში ტკივილები ჯერ კიდევ 2011 წლის თებერვლიდან აწუხებდა.
გასულ სეზონში, პუიოლმა 27 მატჩი ჩაატარა (17 “ლა ლიგაში”, რვა “ჩემპიონთა ლიგაზე” და ორი “სამეფო თასზე”). მის ბოლო 3 მატჩს შორის, “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ნათამაშები “ჩემპიონთა ლიგის” 1/2 ფინალი და ამავე ჩემპიონატის “უემბლიზე” გამართული ფინალი გახლავთ.
ვიდეომასალა
[media=http://www.youtube.com/watch?v=ji9q3veQF1Q]
სურათები
