workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

sensors LIVE
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 18:15

ვალენსია

ვალენსია ლოგო
0 - 3
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
იამალი 6'sports_soccer ფერმინი 22'sports_soccer რაფინია 50'sports_soccer
რონალდ კუმანის ინტერვიუ

რონალდ კუმანის ინტერვიუ

“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, რონალდ კუმანმა, BarcaTV-სთან ინტერვიუ ჩაწერა. 

ისეთ კლუბში, როგორიც “ბარსაა”, ახალგაზრდა და გამოცდილი ფეხბურთელების ბალანსი აუცილებლად შენარჩუნებული უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ვეტერან მოთამაშეებს გუნდში თავიანთი ადგილი აქვთ და შარშანაც გამოჩნდა, რამხელა მნიშვნელობა აქვს მათ შემადგენლობაში ყოფნას. 
გუნდში ლიონელ მესის როლი განუზომელია. ის კაპიტანი და ყველასთვის მისაბაძი მაგალითია. მას კოპა ამერიკის მოგება ძალიან უნდოდა და ამისთვის ყველაფერი გააკეთა. ჩემთვის, ლეო ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტია. 
სერხიო აგუერო გამოცდილი ფეხბურთელია. ის მეტოქის საჯარიმოში ძალიან სახიფათოა და ასეთი ფეხბურთელის გუნდში ყოფნა დიდ უპირატესობას გვაძლევს. ჩვენი ამოცანაა, სერხიოს ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში ხელი შევუწყოთ. 
მემფის დეპაის ძალიან კარგად ვიცნობ. ის ხასიათით, ფიზიკური მონაცემებითა და სიჩქარით გამოირჩევა და შეუძლია, შეტევის რამდენიმე პოზიციაზე ითამაშოს. მას იდეალური ასაკი აქვს იმისთვის, რომ საუკეთესო თვისებები გამოავლინოს და იმედი მაქვს, “ბარსელონაში” ამას მოახერხებს. 
ერიკ გარსიას შესანიშნავი ევროპის ჩემპიონატი ჰქონდა. ის ადგილობრივია და მიუხედავად ასაკისა, უკვე დიდი გამოცდილება აქვს. ის იგივე პოზიციაზე თამაშობს, რომელიც მე მეკავა. ერიკს გუნდის გაძლიერება არაერთ ასპექტში შეუძლია და დარწმუნებული ვარ, მას წინ დიდი მომავალი აქვს. 
ემერსონი ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. ის ბრაზილიის ნაკრებში გამოიძახეს მაშინ, როცა გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა. ის “ბარსას” სტილს კარგად ერგება და გუნდს ფიზიკური ძალითაც გააძლიერებს. 
პედრი ევროზე ფენომენალური იყო. 18 წლის ასაკში მან თითქმის ყველა მატჩი სრულად ჩაატარა, თანაც საოცარ დონეზე. 
პედრის თამაში მუდმივად უმჯობესდება, ის ფეხბურთით ცხოვრობს და საუკეთესო მაგალითია ყველა ახალგაზრდა ფეხბურთელისთვის, რომელსაც “ბარსელონაში” წარმატების მიღწევა სურს. 
ცუდია, რომ პედრი ოლიმპიადაზე იღებს მონაწილეობას. როგორც გვარდიოლამ თქვა, ერთ ზაფხულში ორ დიდ ტურნირზე თამაში ზედმეტია, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. მან ძალიან ბევრი ითამაშა და მოგვიწევს, დასვენების საშუალება მოგვიანებით მივცეთ. ეს აუცილებელია. 
პედრის ბოლომდე ვენდობით და მომდევნო სეზონში მასზე დიდ იმედებს ვამყარებთ. 
ანსუ ფატის არ გაუმართლა, რომ ასეთი დაზიანება მიიღო. მნიშვნელოვანია, რომ ის მალე გამოჯანმრთელდეს და გუნდს სწორ დროს შეუერთდეს. მას წინ დიდი მომავალი აქვს. 
დემბელეს ტრავმა საწყენია. ამასთან ერთად, მის კონტრაქტთან დაკავშირებით რთული სიტუაციაა, რაც მისთვისაც და ჩვენთვისაც ცუდი ამბავია. დემბელე წინა სეზონში ძალიან დაგვეხმარა. 
ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორებიც არიან ბალდე, ნიკო, გავი და იუსუფი, “ბარსელონას” სამომავლო წინსვლაში დიდ როლს შეასრულებენ. 
პრესეზონის დროს გუნდისთვის საუკეთესო სისტემას შევარჩევთ. ვიცით, როგორ ვითამაშოთ 4-3-3 წყობით, მაგრამ წინა სეზონში გამოჩნდა, რომ 3-მცველიანი სქემის გამოყენებაც შეგვიძლია. 

– თქვა კუმანმა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (7)

  • MARADONA1968
    schedule 19 ივლ 2021, 00:49
    #7

    ბატონო კუმან, სეზონის დასაწყისშივე მოხოდე კლუბი, თორეეემ ლაპომ ხომ იცი რა დაგიანონსა…

  • _OLD_
    schedule 19 ივლ 2021, 00:19
    #6

    ისე მე რასაც დავაკვირდი იუსუფ დემირი მაგარი ბიჭია იმედია მისცემს შანსს მაგრა მაინტერესებს ეგ ბიჭი

  • nika 54
    schedule 18 ივლ 2021, 14:58
    #5

    მოკლედ პედრის გამოვწურავთო რა ბოლომდე.

  • Nikabedinadze
    schedule 18 ივლ 2021, 14:49
    #4

    იმედია დეპაი ამის ხელში მალე ადაპტირდება და კარგად აათამაშებს

  • GRIEZMAN✓™
    schedule 18 ივლ 2021, 14:31
    #3

    ციტატა: Griezzy7
    პუჩს და კოლიადოს დრო უნდა მისცეს აუცილებლად
    1 ცენტრალური მცველიც უნდა მოიყვანოს თორე არაფერი ეშველება დაცვას


    სავარაუოდოდ საწყოს მატჩებში მისცემს შანს სანამ პედრი მოღონიერდება, მარა ეს ისეთი ხისთავაა არ გამიკვირდება საერთოდ არ დაასვენოს. დაცვას კი ნამვილად ჭირდება გაძლიერება. ლენგლე და უმტიტის თუარავინ ყიდულობს გააჩუქონ ხელფასს მაინც არ გადაუხდიან სანამ უფასოდ წასვლის დრო მოუვა მანამ ხელფასი დაიზოგება

  • C.PC5
    schedule 18 ივლ 2021, 14:00
    #2

    მაგ გასიებულ თავში თუ ტვინი გაქვს გაამოძრავე ცოტა და ნორმალურად ჩაატარე ეს სეზონი თორე შენ ლეგენდობას სულ დაიკიდებენ😉 ლა ლიგა აპრილში თუარ გექნა მოგებული ოფიციალურად, შენით დაიხურე ქუდი სანამ დაგახურებენ😂

  • La Pulga10
    schedule 18 ივლ 2021, 13:55
    #1

    აჰა ესეიგი პედრის სულს ამოხდის.