“ბარსელონას” ახალგაზრდა ნახევარმცველის, რიკი პუჩის მომავალი 100%-ით გადაწყვეტილია. ამის შესახებ ინფორმაციას Sport ავრცელებს.
კატალონიური გამოცემის მიხედვით, 21 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონსაც “კამპ ნოუზე” გაატარებს. “ბარსას” სჯერა, რომ პუჩი მოახერხებს, გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდეს.
წყარო დასძენს, რომ თავად ფეხბურთელის სურვილიც ყოველთვის “ლურჯ-ბროწეულისფერი” მაისურის ტარება იყო და ის ახალ სეზონშიც პირველ გუნდში თავის დამკვიდრებისთვის იბრძოლებს.
პუჩს არაერთი მსურველი ჰყავს. მისი შეძენით “სელტა”, “გრანადა”, “აიაქსი” და სხვადასხვა ინგლისური და გერმანული კლუბები დაინტერესდნენ, თუმცა რიკიმ ყველა შეთავაზებაზე უარი თქვა.
ესპანელმა შუახაზელმა გასულ სეზონში “ბარსელონას” მაისური 24 შეხვედრაში მოირგო და ერთი გოლის გატანა მოახერხა. მას კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.




ანუ შეიძლება ვიფიქროთ, რო კუმანი მისცემს დროს თუ არადა ლაპორტა აღარ მისცემს დროს კუმანს ოქტომბრის იქით.
არ მჯერა ამის ტალანტობის რა…
აი ამას რომ ბარსა უყვარს რავი…
იმედია ეხლა მაინც მისცემს სათამაშო დროს