“ბარსელონა” ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე მუშაობას აგრძელებს. კატალონიური კლუბის ერთ-ერთი პრიორიტეტი გუნდიდან სამუელ უმტიტის გაშვებაა, რომელიც ხშირი და მძიმე ტრავმების გამო შემადგენლობიდან ამოვარდა, თუმცა მაინც ძალიან მაღალ ხელფასს იღებს.
ფრანგ ცენტრალურ მცველს “ბარსადან” წასვლა არ სურდა, მაგრამ კლუბის მტკიცე პოზიცია და სათამაშო დროის მიღების პერსპექტივის არარსებობა მის გადაწყვეტილებაზე მოქმედებს.
ამჯერად უმტიტი ტრანსფერზე ან იჯარაზე თანახმაა, თუმცა პრობლემა ისაა, რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონის დამატების მსურველ კლუბთა რიცხვი არც ისე დიდია. ამ დრომდე ყველაზე რეალური კანდიდატი “მარსელი” იყო, მაგრამ, Sport-ის ინფორმაციით, ფრანგებმა ტრანსფერი გამორიცხეს.
აქამდე, უმტიტის მსურველთა შორის მისი ყოფილი კლუბი, “ლიონიც” სახელდებოდა. კლუბებს შორის სერიოზული მოლაპარაკებები არ დაწყებულა და გამორიცხული არაა, “ბარსელონამ” უმტიტისგან გათავისუფლება შესაფერისი პირობებით ამ ზაფხულში საერთოდ ვერ მოახერხოს.



ლიონში წავა ეს.
ხელფასს ვერ შეუმცირებ, რაც კონტრაქტში უწერია ის უნდა გადაუხადო. თუ შემცირება გინდა ახალი კონტრაქტი უნდა გაუფორმო, რაზეც არ დათანხმდება. ცალმხრივად თუ გაუწყევტ კონტრაქტს დარჩენილი ხელფასი უნდა გადაუხადო. ყველაზე კარგი გამოსავალი გაყიდვაა მაგრამ მსურველი არ არის
ჰო, ყველაფერი იურიდიულად გამართულად უნდა მოხდეს, ახალი ხელშეკრულება და მხარეთა შეთანხმება…
2023 წლამდე აქვს კონტრაქტი, 2 წელია დარჩენილი
12 მილიონი აქვს კონტრაქტით, ცალმხრივად გაუწყვეტდი იმ პირობით, რომ ის 2 წელი არსად არ ექნება თამაშის უფლება
გადახდა ერთბაშად ხომ არ ხდება? ალბათ ყოველკვირეულად თუ ყოველთვიურად ერიცხება ხომ?!
ამოაგდებდი ფორმიდან და მოუწევდა 2 წელში უგუნდოდ დარჩენა, უფულოდ არა, მაგრამ უგუნდოდ
კარიერის დასრულების ზღვარზე დატოვებდი და ასეთი უნამუსოებისათვის კარგი ჭკუის სასწავლი იქნებოდა
ტიპი გაუვალი კედელი იყო მსოფლიო ჩემპიონატამდე,რატომ აკლიათ ჭკუა ამ ფრანგებს
ვინ იფიქრებდა ამას უფასოდაც თუ ვერ გაუშვებდა კლუბი
ამას არავინ არ იყიდის კაცმა ერთ ტურნირს შეწირა თავისი კარიერა არასერიზული ცალფეხა ფეხბურთელია…უფასოდაც ამას თუ ვინმე წაიყვანს ხელფასი ექნება მიზერიი ამიტომ არ უნდათ წავსლა ბარსადან
ხელფასს ვერ შეუმცირებ, რაც კონტრაქტში უწერია ის უნდა გადაუხადო. თუ შემცირება გინდა ახალი კონტრაქტი უნდა გაუფორმო, რაზეც არ დათანხმდება. ცალმხრივად თუ გაუწყევტ კონტრაქტს დარჩენილი ხელფასი უნდა გადაუხადო. ყველაზე კარგი გამოსავალი გაყიდვაა მაგრამ მსურველი არ არის
მაქვს იდეა, ხელფასი შეუმცირონ მეათედის დონეზე და დააქვეითონ ბარსა ბ-ში, სარეზერვო გუნდთან
ვის რათ უნდა ტრამვიანი უმტიტი იმენა ეს და დემბელე შეგვეტენა კონტრაქტის ამოწურვამდე
ეს განავლის ცისტერნა ხო არავის უნდა,მოკლედ მაგრა უკანალში წავიდა ბოლო კვირაა საქმეები.