workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა

პედრის სატრანსფერო ღირებულება საგრძნობლად გაიზარდა

გუშინ, Transfermarkt.com-ზე ფეხბურთელების სატრანსფერო ფასები განახლდა. ახალი მონაცემებით, “ბარსელონას” ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი ფრენკი დე იონგია, რომელიც 90 მილიონ ევროდაა შეფასებული.

ცალკე აღნიშვნას პედრის საოცარი პროგრესი იმსახურებს – გონსალესის ღირებულება 80 მილიონი ევროა და ნიდერლანდელი ნახევარმცველის შემდეგ გუნდის ყველაზე ძვირადღირებული მოთამაშეა. სულ რაღაც ერთი წლის წინ პედრი მხოლოდ 7.2 მილიონად იყო შეფასებული.

ლიონელ მესის ღირებულება, რომელიც ჯერ კიდევ თავისუფალი აგენტია, ასევე 80 მილიონი ევროა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

  • nika 54
    schedule 17 ივლ 2021, 14:37

    როგორც წავიკითხე პედრი ევროს შემდეგ გაძვირდა 10 მილიონით.

  • jigliga
    schedule 16 ივლ 2021, 15:40

    რავი მე პუჩი მაგრად დამევასა თავიდანვე მაგარი ენერგიულია სულ გამწვავებაზე მიდის და შორიდან დარტყმებსაც არ ერიდება

  • GRIEZMAN✓™
    schedule 16 ივლ 2021, 14:44

    ციტატა: Griezzy7
    პედრი – დე იონგი – პუჩის ტრიო მგონია რო ძაან მაგრად ითამაშებს და ცადოს ამ ამხანაგურ თამაშებში მაინც ამ ბულდოგმა რამოხდება. მორიბა მოაშოროს აქედან რა 🤬❗ კოლიადოც უნდა ათამაშოს ამხანაგურ თამაშებში აუცილებლად და ბალდეც


    ეგ ისეთი აკვიატება მწვრთნელია დეპაის ძირითადი გარანტირებული აქ, ეგ კიარა ტრავმიანი რო ათამაშოს დეპაი არ გამიკვირდება, თვითონაც მაგიტომ გააფორმა ორ წლიანი+_ით რომ ვაიდა კუმანი გაუშვან ეგ მერე თავისუფალი აგენტის სტატუსით წავა რადგან 100% არ ეიმედება თავისი თავი რო ადგილს გაინაღდებს თუ კუმანი არ იყო. კუმანი მგონია დასკვით ფაზაში ყველა ფეხბურთელი გადამწვარი ეყოლება

  • La Pulga10
    schedule 16 ივლ 2021, 14:10

    ჩავი,რომ მოვა მერე ნახეთ თქვენ რა ნახევარდაცვა გვეყოლება.დე იონგი,პედრი,პუჩი ძაან მაგარი ცენტრი იქნება.დე იონგი უკვე უმაღლესი კლასია და ერთ-ერთი საუკეთესოა მისი ყურება ერთი სიამოვნებაა ტანაც ჯერ 24 წლისაა და კიდევ დაიხვეწება,პედრი 18 წლისაა და რამხელა შესაძლებლობები აქვს,ცოტახანში ერთ-ერთი საუკეთესო იქნება და პუჩს დრო უნდა მიეცეს ჭკვიანი ბიჭია და კუმანის ახირებებს ეწირება.