გრიზმანი-საულის გაცვლა შეჩერებულია

გრიზმანი-საულის გაცვლა შეჩერებულია

RAC1-ის ინფორმაციით, საულ ნიგესისა და ანტუან გრიზმანის გაცვლის საკითხი ამ მომენტისთვის შეჩერებულია.

მხარეები გადამწყვეტ ეტაპზე იყვნენ მისულნი და ფეხბურთელებიც ტრანსფერზე თანახმანი იყვნენ, მაგრამ ფინანსური საკითხების მოუგვარებლობამ გაცვლა დროებით შეაჩერა.

“ატლეტიკოს” თანხის გადახდა არ სურდა და ამიტომ რენან ლოდის ან მარიო ერმოსოს ჩართვას ცდილობდა, მაგრამ ახალი ფეხბურთელის ტრანსფერში ჩართვით “ბარსელონა” სახელფასო ფონდის შემსუბუქებას ვეღარ შეძლებდა. ამასთანავე, “ბარსაში” გადმოსვლის შემთხვევაში საული ხელფასის შემცირებაზე უნდა დათანხმებულიყო.

ბოლოს გავრცელებული ინფორმაციით, “ბარსელონას” გრიზმანის სანაცვლოდ უკვე ჟოაო ფელიში სურდა. როგორც ჩანს, გაუგებრობამ საბოლოოდ ტრანსფერი გააჭიანურა და ამან გამოიწვია მოლაპარაკებების დროებით შეჩერება.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (20)

  • ბარსა01
    16 ივლ 2021, 09:19

    საული ვინა ღადაობთ? გრიზმანი ათასჯერ მირჩევნია დიდი შეცდომა იქნება ეს

  • barcamen
    16 ივლ 2021, 09:12

    დიდი სისულელე იქნებოდა საულში გაცვლა.

  • Barca for life
    16 ივლ 2021, 08:54

    მოდი ლოგიკურად ვიაზროვნოთ:
    თუკი გრიზმანი წავიდა და მას მიჰყვა ბრეიტაც, შეტავაში მესი, აგუერო, დეპაი, ფატი და დემბელე რჩებიან, აქედან ფატი არავინ ვიცით როგორი დაბრუნდება, აგუერო არასანდოა, რადგან ტრავმიანია, ხოლო დემბელე ისედაც დატრავმულია და მაგისგან როცა ჯანმრთელადაა, სარგებელს მაინც არავინ ელოდება, ანუ ფაქტობრივად მესისა და დეპაის იმედად ვრჩებით, როდესაც ნახევარდაცვა გადაძეძგილია, პიანიჩებითა და კოუტინიოებით.
    ისე კარგა ხანია ვამბობ შემტევი ნახევარმცველი გვჭირდება მეთქი, მაგრამ ამაზე მეტად ჯერ დაცვის გაძლიერებას ვემხრობი და ჩვენ რას ვაკეთებთ? საერთოდ არაფერი იწერება ცენტრალურ მცველებზე, შესაძლოა ლაპორტა უმტიტისა და ლენგლეს პასუხებს ელოდება, მაგრამ ხომ შეიძლება ინტერესდებოდე მაინც სხვა მცველებით, ნუ არ ვიცი ალბათ არ საჯაროვდება, ერთი რამ კი ნათელია: თუკი მცველს ვერ დავიმატებთ, რომელიც არაუხოსა და გარსიას შეუწყვილდება, ისევ ისე დაგვერხევა როგორც წინაზე.
    ახლა სახელფასო ფონდიო, კი გასაგებია, მარა გრიზმანის გაყიდვაზე რომ მუშაობ აწი ადექი და პიანიჩისა და კოუს გაყიდვას მიაწექი ბოლომდე, რომ დააჯამო მათი ხელფასები 50მილიონზე ადის, ეს კი გრიზმანისას ბევრად აღემატება, ელემენტარული იჯარით მაინც გაუშვი, თორე გრიზმანს რომ უშვებ და ამ ხალხს გვერდით კონკურენტს რომ უმატებ, უბრალოდ უაზროა. უფრო აზრიანი ის იქნებოდა გრიზმანი პირდაპირ რომ გაეყიდათ და ფული აეღოთ ან კიდევ ისევ ვინმე შემტევში რომ გაეცვალათ, თორემ შემტევს ყიდი, 5 შემტევი გრჩება და ნახ მცველს იმატებ და გუნდში 9 ნახ მცველი გეყოლება, ძალიან ძალიან ცუდი გათვლაა სტრატეგიულად და ეს ლაპორტას არ შეეფერება.
    ერთი სიტყვით იმედია არ გაიჩარხება ეს ტრანსფერი, განა იმიტომ რომ საულს ვაკნინებ, უბრალოდ მის პოზიციაზე უკვე ძალიან ბევრი მიგვიგროვდა და ასე ვფიქრობ არაფრის ფასად დაიკარგება, როდესაც ატლეტიკო 120 მილიონიან გრიზმანს დაითრევს და უფრო მეტი შანსი ექნებათ ნებისმიერ ტურნირზე გასაბრძოლებლად.

  • nika 54
    16 ივლ 2021, 08:46

    ასეა, როცა სერესოს მაგვარ სუბიექტებთან იჭერ საქმეს და რაღაცის იმედი გაქვს. არ დაგითმობს და მორჩა, ნაგავია და ვსიო. საერთოდ მაგისთანა გუნდებთან სულ არ უნდა დაიჭირო საქმე, ერთი სული აქვთ ფული გამოგტაცონ ხელიდან და საქმე თავისთვის გაიუმჯობესონ, პსჟ იქნება თუ ლივერპული, თუ იუვენტუსი… რა შემოგტენონ აღარ იციან ამ უსინდისოებმა. ამიტომაც გამეხარდა რო არტური საოპერაციოა და ორი თვე ვერაფერს იუვეს ვერ წამატებს, თუმცა არც აქამდე ბრწყინავდა ჩემი აზრით. არტურს რას ვერჩი მაგრამ იუვეს ნაწილია და რა ვქნა.

  • Prometheus
    16 ივლ 2021, 05:17

    თუ გაცვლაა სხვას გაუცვალეთ , ატლეტიკოში გრიზის გაშვება კატასტროფა იქნება , ისეთი გუნდი დადგება ატლე მიმიქარავს ბარსა და რეალი , ფელიქსი , სუა , გრიზის ტრიო შეტევაში , იქით კიდე დე პაული დაიმატეს , ლენგლე/უმტიტით ჩემ *ლეს მოვუგებთ ამათ

  • azulgerana
    16 ივლ 2021, 03:12

    მოხარული ვარ, ვერ ვხედავ საულის აუცილებლობას თანაც გრიზმანის ნაცვლად!

  • Don_Andresito
    16 ივლ 2021, 02:17

    მიდი ლაპო ფელიქსი გამოწიე და შენი ფანი ვიქნები გადადგომამდე

  • Nikabedinadze
    16 ივლ 2021, 02:02

    ე ბიჯო მცველი მაინც უნდა გვეყიდა ხო,აბა ამ ლანგლეს იმედზე რჩებიან?წამოიყვანე იქედან + მცველი და ეგ არის რა

  • M10 S9 D11
    16 ივლ 2021, 01:51

    ციტატა: rivaldo80
    ამას სკამიდან არ აყენებენ პედრი დეიონგიი…))))))))))))) მაინც სასაცილოაა გრიზმანი საულში რატო უნდა გაცვალო


    აქეთ არ ახეხინოს პედრის სკამი რა გგონიათ თქვენ ეს საული ვერ გავიგე

  • rivaldo80
    16 ივლ 2021, 01:14

    ამას სკამიდან არ აყენებენ პედრი დეიონგიი…))))))))))))) მაინც სასაცილოაა გრიზმანი საულში რატო უნდა გაცვალო

  • MARADONA1968
    16 ივლ 2021, 00:15

    ძაანაც კაი, ახლა გრიზის გაშვება შეცდომაა, აღარაა საჭირო ჯეკას ვარიანტის განმეორება

  • La Pulga10
    15 ივლ 2021, 23:57

    ან ჩაიშლება,ან ფელიში მოგვცენ.გრიზმანი 1 სეზონს იმსახურებს

  • barcamen
    15 ივლ 2021, 23:26

    ფელიშის მოყვანა კარგი იქნებოდა, მაგრამ არამგონია ატლეტიკო შეელიოს ასე მარტივად. მითუმეტეს თუ გაცვლაზეა საუბარი ნაკლებად სავარაუდოა 30 წლის გრიზმანში გაცვალონ 😀

    გრიზმანის წასვლა არც მე მინდა, მაგრამ ფელიშში შეველევი მხოლოდ :დ

  • ana anukii
    15 ივლ 2021, 23:17

    ამინ ამინნ იმედია ვაფშე ყველაფერი ჩაგეშლებათ გრიზმანთან დაკავშირებით 🙃🙃🙃🙃

  • king artthur
    15 ივლ 2021, 23:03

    საულს ლოდი დაამატეთ და გამოუშვიით

  • M10 S9 D11
    15 ივლ 2021, 22:55

    გასატრებელი კიდე ბევრი გვყავს თუ ფულის გადახდა არ უნდათ დაამატონ საულს ერმოსო და გამოუშვან ორივე

  • Norman Bates
    15 ივლ 2021, 22:53

    ციტატა: Erekle
    ძაან კარგი მომავალი შემადგენლობა ტერ შტეგენი დესტი არაუხო უმტიტი ალბა დეიონგი პიანიჩი კოუტინიო დეპაი გრიზმანი მესი


    რა კოუტინიო:დ

  • Erekle
    15 ივლ 2021, 22:51

    ძაან კარგი მომავალი შემადგენლობა ტერ შტეგენი დესტი არაუხო უმტიტი ალბა დეიონგი პიანიჩი კოუტინიო დეპაი გრიზმანი მესი

  • Joakim Brodén
    15 ივლ 2021, 22:51

    ციტატა: ჯორჯ
    ლაპორტა მგონი ვერ ამართლებს მოლოდინებს…
    ჯერ მცველი გვიჭირდება ბოტმანი გაასწორებდა


    ფონტი ხარ ჯიგარო?

  • ჯორჯ
    15 ივლ 2021, 22:50

    ლაპორტა მგონი ვერ ამართლებს მოლოდინებს…
    ჯერ მცველი გვიჭირდება ბოტმანი გაასწორებდა