რამდენიმე წუთის წინ წინასასეზონო მზადებისთვის “ბარსელონას” მე-3 მეტოქის ვინაობა გაირკვა. 31 ივლისს, 20:00 საათზე კატალონიური კლუბი გერმანულ “შტუტგარტს” დაუპირისპირდება.
აქამდე ცნობილი იყო, რომ “ბარსა” 21 და 24 ივლისს კატალონიურ გუნდებს, “ჟიმნასტიკსა” და “ჟირონას” უმასპინძლებს. დღეს კი მათ “შტუტგარტი” დაემატა, რომელსაც “ბლაუგრანა” გერმანიაში დაუპირისპირდება.
რონალდ კუმანის გუნდი წინასასეზონო მზადების რამდენიმე დღეს გერმანიაში გაატარებს. კატალონიელები გერმანიაში 28 ივლისიდან 2 აგვისტომდე იქნებიან.
მესი თუ იქნება ნეტავ ამ დროისთვის, იმდენი არ ქნას ლაპორტამ, რო მესიმ პირდაპირ ნებისმიერ გუნდში გაუბეროს და მოაძახოს ხო გიშლიდით ხელს, მიხედეთ ეხლა საქმესო და ტოტი-10 მოიხმარეთ ამ საქმეშიო.
გამპერზე იუვეს კი დავეტაკებით მარა სხვა ძლიერ გუნდებთანაც გვესინჯა ამათი ძალები აჯობებდა😉 სიტი ძაანაც არ შემოგვაკლავს თავს მემგონი😏😂
ყველა ახალბედას მოსინჯვა გახდება შესაძლებელი…
პენიას უეჭველი მოსინჯავს რადგან შტეგოს ტრავმა აქვს და მაინტერესებს როგორ ითამაშებს, ემერსონსაც დავაკვირდები, მაინტერესებს გარსია მარჯვნივ იქნება თუ მარცხნივ, ბალდე იწვევს დიდ ინტერესს, ნახ. დაცვაშიც არიან ლა მასიელები, რომლებსაც დებიუტი ექნებათ ამ პრე სეზონზე, შეტევაში კოლადო, აგუერო და დეპაი გვყავს დასატესტი. მოკლედ მაგარი პრე სეზონი გველოდება. იქეთ სიტისთან და იუვესთან ჯახები. იუვეს ის 3-0 უნდა ამოვადინოთ