იტალიურმა Tuttosport-მა ევროპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (Golden Boy) ჯილდოს განახლებული სია წარმოადგინა. აქამდე საუკეთესო 100 ფეხბურთელი იყო ცნობილი, ახლა კი სია 80-მდე შემცირდა.
კონტინენტის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის 3 “ბარსელონელია” – ერიკ გარსია, ილაიშ მორიბა და ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი პედრი.
საუკეთესო 80 ფეხბურთელს შორის მოხვდა ხვიჩა კვარაცხელიაც.
წელს, ისევე, როგორც შარშან, ტრადიციული მეთოდის გარდა გამარჯვებული ინტერნეტ გამოკითხვითაც გამოვლინდება და მას ცალკე პრიზი გადაეცემა. ხმის მიცემა ამ გვერდზე შეგიძლიათ.
კვარაცხელიას მოსვლა კარგი იქნებოდა ჩვენთან,
მაგრამ მესის სტილი აქვს და თავად მაინც რონალდუს აყენებს წინ :დ
თუ რამეში ჰგავს მესის ჰგავს ყველაფერში და კრ7 ს საერთოდ არაფერში <3
აი მორიბა კარგია რო აქ მოხვდა, ეგება ფასი აეწიოს და გავყიდოთ როგორმე. თორემ მაგას რო ბარსა ფეხებზე კიდია დიდი ხანია ვხედავთ.
ხვიჩიას მივეცი ხმა
მამარდაშვილი ვალენსიაშია, მაკარიძე ალმერიაში. მეკარეების პრობლემა აღარ უნდა იყოს ნაკრებში, კუპატაძეც პერსპექტიული ბიჭია.
მარჯვენა მცველებად კაკაბაძე და ჩაბრაძე გვყავს.
ცენტრში კაშია, კვერკველია, ხოჭოლავა, დვალი, ტაბიძე.
მარცხნივ გიორბელიძე და აზაროვი
ნახ. მცველები კანკავა, კვეკვესკირი, კიტეიშვილი, აბურჯანია, ქოჩორაშვილი ლევანტეშია, კადიზმა იყიდა კიდე ვიღაც ქართველი, მოკლედ გვყავს ნიჭიერი ნახ. მცველები. და რა თქმა უნდა კვარა!!!
მარჯვენა შემტევებად წიტაიშვილი და შენგელია
ცენტრში მიქაუტაძე და ზივზივაძე
მარცხნივ ჩაკვეტაძე და ოქრიაშვილი+დავითაშვილი
მშვენიერი საშუალო დონის ევროპული ნაკრებია. რაც მთავარია ტოპ 5ში მომრავლდნენ ნიჭიერი ქართველები და მჯერა სანიოლის ნაკრები მიაღწევს წარმატებებს
აუ ხვიჩა მართლა მინდა ბარსაში :დდდ მაგრამ დაამუღამეთ რა დრო დადგა, ბარსელონას ქართველი ფეხბურთელის საყიდელი ფულიც აღარ აქვს😂😂😂
ხვიჩა მოიყვანე ლაპოორტ.დემბელეს 10 თავით ჯობია.ცოდოა რუბინში.
ხვიჩა🙃თუ ხვიჩა არა პედრი.სხვა ვარიანტი არ განიხილება