ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პოზო: “შეთანხმება მიღწეულია”

პოზო: “შეთანხმება მიღწეულია”

 “უდინეზეს” მფლობელის შვილმა, ჯინო პოზომ დაადასტურა, რომ კატალონიურ კლუბთან შეთანხმებას მიაღწიეს ალექსის სანჩესის ტრანსფერთან დაკავშირებით. მისი თქმით, ოფიციალური შეთანხმების გამოცხადებას რამდენიმე დღე დასჭირდება, რადგან ამას ორივე მხარის წარმომადგენელი და თავად ფეხბურთელიც უნდა ესწრებოდეს.

 

 ჯინო პოზო დღეს დილით ადრე “ელ პრატის” აეროპორტში დაეშვა. იტალიური კლუბის მფლობელის შვილი სამშობლოდან დაწყნარებული და მშვიდი დაბრუნდა, მიუხედავად იმისა, რომ მისმა კლუბმა საუკეთესო ფეხბურთელი დაკარგა.

 

 კონტრაქტის გაფორმებამდე მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მცირე დეტალის მოგვარებაღა დარჩა. რამდენიმე დღე მოცდა მოგვიწევს, რადგან სანჩესის აგენტი, ფელიჩევიჩი ჯერ კიდევ იტალიაში იმყოფება, რადგან მას იტალიაში სხვა კლუბებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს მოსაგვარებელი.

 

 ტრანსფერის თანხა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ სანჩესის წარმატების შემთხვევაში, კატალონიელები დამატებით ბონუსებს გადაუხდიან “უდინეზეს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში