workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსასთვის” კოუტინიოს გაყიდვა ყველაზე რთული იქნება

“ბარსასთვის” კოუტინიოს გაყიდვა ყველაზე რთული იქნება

“ბარსელონასთვის” ბრაზილიელი ნახევარმცველის, ფილიპე კოუტინიოს გასხვისება ყველაზე რთული იქნება. ამ ინფორმაციას Cadena Ser-ის ჟურნალისტი, სანტი ხიმენესი ავრცელებს.

წყარო ლიონელ მესისთვის ახალი კონტრაქტის გასაფორმებლად ფეხბურთელების გაყიდვის აუცილებლობაზე საუბრობს და მათ შორის 29 წლის შუახაზელსაც ასახელებს, თუმცა დასძენს, რომ “ბარსას” ყველაზე მეტად მისი გაშვება გაუჭირდება.

კოუტინიოს მაღალი სატრანსფერო ფასი და ხელფასი აქვს, რისი გადახდაც გუნდებისთვის რთულია. ეს გარემოება ბრაზილიელის კატალონიურ კლუბში დარჩენას ერთი ორად რეალურს ხდის.

ფილიპეს შეძენით “მილანი”, “ინტერი” და “ლესტერი” ინტერესდებოდნენ, ახლა კი ერთ-ერთი მთავარი მსურველი მარსელის “ოლიმპიკია”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

  • nika 54
    schedule 13 ივლ 2021, 16:42
    #2

    მოკლედ მაგარი ჭირი ავიკიდეთ, და კიდევ ლივერპული მოვიმტერეთ ამის გულისთვის.

  • Don_Andresito
    schedule 13 ივლ 2021, 16:26
    #1

    ეს ლესტერი სამპდორიას და ლილის ფეხბურთელებში იხდის 30 მილიონებს და ამაში ვერ გადაუხდია 15? ხელფასს შეუმცირებენ რა