“ბარსელონას” პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ვიქტორ ფონტი, რომელიც არჩევნებში ჟოან ლაპორტასთან დაახლოებით 25%-იანი სხვაობით დამარცხდა, კლუბის ახალი ხელმძღვანელის მუშაობას აფასებს.
ლაპორტასგან მეტის მოლოდინი მქონდა და დარწმუნებული ვარ, რომ კლუბის წევრების დიდი ნაწილიც ასე ფიქრობს. არაერთი პრობლემა იყო მოსაგვარებელი, თუმცა ჩვენ არ ვიცით, როგორი მდგომარეობაა ამ მხრივ, რადგან ინფორმაციას არავინ გვაცნობს.
ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ პრობლემები მოგვარდება. სტადიონის გახსნა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. იმედი მაქვს, ლაპორტა და მისი გუნდი გამჭვირვალედ იმოქმედებს, გადაწყვეტილებებს დეტალურად ახსნის და ასამბლეებზე კლუბის მეტ წევრს მიიწვევს. სხვა შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალი იქნება.
ყველაფრის მიუხედავად, მჯერა, რომ პრობლემები მოგვარდება. სტადიონის გახსნა ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს. იმედი მაქვს, ლაპორტა და მისი გუნდი გამჭვირვალედ იმოქმედებს, გადაწყვეტილებებს დეტალურად ახსნის და ასამბლეებზე კლუბის მეტ წევრს მიიწვევს. სხვა შემთხვევაში პრობლემები გარდაუვალი იქნება.
– ამბობს ფონტი Diari Ara-სთან ინტერვიუში.


ნეტა თვითონ ხომ არ აპირებდა ასე?..
ლაპორტა ჯერჯერობით მშვენივრად ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობებს. გასაყრელი ფეხბურთელები უნდა გაუშვას სოლიდურ თანხებში და იდეალური იქნება. მერე ლეოს კონტრაქტი, გაია, კარგი ცაცია ცენტრ მცველი, ნახ. მცველი( გრიზმანი-საულის ბარტერი დაგვხატავდა) და ცხრიანი
მეტს რას ელოდი ოქროს ზოდებს მოიტანდა აქლემებით თუ რა
ოქროს კოშკებს აგიგებდა 3 თვეში.
ლაპორტას, რომ ეტაკე მაგას ჯობია ბართოს შავ საქმეებზე თქვა რამე და რატომ არ ზის ციხეში, იმაზე ატეხო განგაში გუნდი, რომ დააქცია.
პანდემია ვიქტორ, 100 000 -იანი სტადიონი რომ ცარიელია და ტრიბუნებზე ხალხი არ დადის, გაყიდულ ბილეთებზე განა არ მოქმედებს?!
საშუალოდ 150 ევროა 1 ბილეთი, 82,476 იყო 2019-2020 სეზონში საშუალო დასწრება საშინაო მატჩებზე
1 მატჩიდან 12,300 ევროა, უხეშად რომ ვთქვათ
233,700 ეს ლა ლიგის მატჩებიდან, ამას დამატებული 86,100 ლიგის მატჩებიდან, მიმუმუმი, მხოლოდ ჯგუფიდან გასვლის შემთხვევაში, რაც დაახლ. 320 ლიმონია
პლუს სათასო, გამპერები, შმამპერები და ა.შ. კი ურტყამს 400-450 მილიონამდე და ცარიელი ტრიბუნებით ეს ზარალი უფრო თვალშისაცემი გახდა
ამას დაემატა ბართოს მფლანგველური პოლიტიკის შედეგებიც, რამაც დამატებითი ზიანი მოიტანა
კარგი პარალელია შალიკოსთან
ჩავის რომ ასახელებდა მთავარ მწვრთნელად და ჟორდი კროიფს მომავალ სპორტულ დირექტორად
ისე, რომ ამ ხალხისგან თანხმობა და დასტურიც არ ჰქონდა, არც ის უთქვამთ, დავფიქრდებითო
მეც შალვა გაამხსენდა, სადღაც 2007 თუ 2008-ში, ბიძოს რომ ასახელებდა პრემიერად
შე მართლა შალვა ნათელაშვილო,რა მეტს ელოდი მართლა ჰოლანდს მოიყვანდა თუ იმ მილიარდიან ვალს ერთ დღეში დაფარავდა.კიდევ კაი ამ კვერცხმა არ გაიმარჯვა.