“ბარსელონას” ბოსნიელი ნახევარმცველის, მირალემ პიანიჩის წასვლა კიდევ უფრო რეალური გახდა.
Sport-ის ინფორმაციით, ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ 31 წლის ფეხბურთელი კატალონიურ კლუბს იჯარით დატოვებს. თავად მირალემს სურს, რომ მისი მომავალი მიმდინარე კვირაშივე გაირკვეს.
ფეხბურთელის სურვილი ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნებაა, რომლის მთავარ მწვრთნელ მასიმილიანო ალეგრისთან მას კარგი ურთიერთობა აქვს, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, ბოსნიელი “ბებერი ქალბატონისთვის” პრიორიტეტული არაა.
მიუხედავად ამისა, “იუვე” ერთ-ერთ დაინტერესებულ გუნდად რჩება. მასთან ერთად პიანიჩი “ტოტენჰემისა” და “არსენალის” რადარებზეც იმყოფება.

რა იჯარა დავიჯერო არც ამის ყიდვა უნდა თუნდაც იუვენტუსს? ბარტერიც მოჟნა არტურში გაუცვალონ ისევ რა იჯარა რის იჯარა
ამის გაყიდვა არ უნდა იყოს პრობლემა. კლასიანი ფეხბურთელია, რომელსაც უთამაშია მაგარი ფეხბურთი და 20-30 მილიონად თავისუფლად გაიყიდება