გასულ წელს “იუვენტუსიდან” “ბარსელონაში” გადმოსული მირალემ პიანიჩისთვის პირველივე სეზონი იმდენად წარუმატებელი აღმოჩნდა, რომ ბოსნიელი ფეხბურთელი უკვე წასვლაზე ფიქრობს. მას სწორედ ტურინში დაბრუნება აქვს განზრახული, თუმცა “ბებერი ქალბატონის” მიზანი ამჯერად მანუელ ლოკატელის შეძენაა და არა მირალემის დაბრუნება.
ამის შესახებ ინფორმაციას იტალიელი სატრანსფერო ექსპერტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
თავის მხრივ, პიანიჩს არც კონტრაქტის გაწყვეტა სურს, რაც კატალონიელებისათვის მდგომარეობას საგრძნობლად ართულებს.
პიანიჩმა გასულ სეზონში 30 მატჩში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უმეტესობა მათგანში მას რონალდ კუმანისაგან მხოლოდ ლიმიტირებული დრო ეძლეოდა. მირალემს თავი არც გოლით და არც საგოლე გადაცემით გამოუჩენია.




ბონუჩი ხომ დაიბრუნეს, დაიბრუნონ ესეც.
ვესტ-ჰემი, ევერტონი, ვულვზი, ასტონ-ვილა, ნიუკასლი და აგეტები
ეპლ-ში ძვირია ფეხბურთელი და 15-20 გადაიხდიან
ევერტონში ბენიტესი მივიდა, სერიოზული მიზნები აქვთ ხელფასებსაც კარგს იხდიან და კი წაიყვანდენ თითონ არ უნდა ალბათ. ჩემი აზრით უფრო მაღალ დონეზეც გაქაჩავს, ხელფასი რო დაბალი ქონდეს ან ინახევრებდეს დატოვებდა კაცი, შეიძლება კიც ეთამაშა 1 სეზონი კუმანის ფაქტორი რო არა
პრემიერლიგა, საშაულო გუნდები, რომლებიც ევროპალიგის საგზურისათვის ჭიდაობენ…
ვესტ-ჰემი, ევერტონი, ვულვზი, ასტონ-ვილა, ნიუკასლი და აგეტები
ეპლ-ში ძვირია ფეხბურთელი და 15-20 გადაიხდიან