კოლინ ვეირმა, რომელმაც ლატარეა “Euromillions–ში” 185 მილიონი ევრო მოიგო, კატალონიური “ბარსელონასგან”, მესის კონტრაქტის შეძენის სურვილი გამოთქვა.
ოფიციალური წინადადებით შოტლანდიელს “ბარსასთვის” ჯერ არ მიუმართავს, მაგრამ სანდო წყაროს ცნობით “ახალგამოჩეკილი” მილიონერი ახლა ესპანეთში იმყოფება.
შოტლანდიელს სურს კატალონიური გრანდიდან მესი გადმოიყვანოს ნახევარ–პროფესიონალურ კლუბში, “ლაგს ფისტლში” რომელიც კოლინის ქალაქში თამაშობს.
კლუბის წარმომადგენლები კომენტარს არ აკეთებენ შოტლანდიურ СМИ–ს ინფორმაციის შესახებ, მაგრამ იმედი აქვთ, რომ კოლინ ვეირი მათ დაეხმარება.
“ჩვენ ვიცით კოლინს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ შოტლანდიაში მოიწვიოს ისეთი დონის ფეხბურთელები, როგორიც მესი და ტევესი არიან, მაგრამალბათ ისინი ამ წინადადებას არ დათანხმდებიან. კლუბს ვალები აქვს და ახლა ჩვენ მათ გასტუმრებაზე ვმუშაობთ.”– განაცხადა “ლაგს ფიტსლის” ვიცე პრეზიდენტმა, ჯიმ მაკგინტიმ.
მოგახსენებთ, რომ ერთ–ერთი მთავარი მიზეზი რატომაც მილიონერი ესპანეთში არის უცნობი ხალხის უამრავი თხოვნა ფულის შესახებ.
თუ შეიძლება ნუ დამძრახავთ,რადგან ეს თემა ჩემი განსახილველი არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე დიდი სისულელე… მესი კლუბს არ დატოვებს!..
