workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრი Golden Boy-ს მოგების ფავორიტია

პედრი Golden Boy-ს მოგების ფავორიტია

“ბარსელონას” ესპანელი ტალანტი პედრი 2021 წლის Golden Boy-ს მოგების მთავარი ფავორიტია. ამის შესახებ Sport იტყობინება.

“ბარსელონაში” ჩატარებული შესანიშნავი სეზონის შემდეგ, პედრის ბრწყინვალე თამაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ახალგაზრდა ნახევარმცველის მიერ Golden Boy-ს ჯილდოს მოგებას უფრო და უფრო რეალურს ხდის.

პედრი ევრო 2020-ზე შესანიშნავად ასპარეზობს. მან შესაძლო 510 წუთიდან მოედანზე 509 წუთი გაატარა.

რაც შეეხება 18 წლის ტალანტის “ბარსელონურ” სეზონს, მან 52 მატჩი ჩაატარა (3 526 წუთი), 4 გოლი გაიტანა და 6 ასისტი გააკეთა. იგი “ბლაუგრანასთან” ერთად ესპანეთის თასის გამარჯვებული გახდა.

პედრის უშუალო კონკურენტი “დორტმუნდის” ინგლისელი ნახევარმცველი ჯუდ ბელინგემია, მაგრამ მან ევროპის ჩემპიონატზე, ჯერჯერობით, მხოლოდ 30 წუთი ითამაშა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

  • M10 S9 D11
    schedule 03 ივლ 2021, 17:38
    #5

    ციტატა: Milkshake

    ციტატა: M10 S9 D11

    ციტატა: Milkshake
    ვაიმე ხალხს თვალები დაუბრუნეთ ვინმემ, თამაში არ ჩაუგდიაო რაებს არ წაიკითხავ. თამაში არ ჩაუგდია კი არა თითზე ჩამოსათვლელი თამაშებია ისეთი სადაც ჩანდა და რამეს მაინც აკეთებდა. თამაში არ ჩაუგდია თურმე. აღარც ვიცი გამეცინოს თუ ამეტიროს ასეთი სისულელეების წაკითხვის შემდეგ.


    ხო მთელი მსოფლიო ბრმაა შენ ხარ მარტო მართალი


    ზოგადად მსოფილიოს უმეტესობა ცხვარია და ტრენდებს მიყვება 🙂 ასე რომ კი მთელი მსოფლიო ბრმაა და მხოლოდ 100000-ში 1-2 კაცი თუ ხედავს სიმართლეს და თავის სუბიექტურად ობიექტურ აზრს აფიქსირებს დანარჩენი ყველა ტრენდებს აყოლილი სიკოა.


    ეგ სიმართლის დანახვა კი არა ცოდნის ილუზიაა

  • M10 S9 D11
    schedule 03 ივლ 2021, 16:40
    #4

    ციტატა: Milkshake
    ვაიმე ხალხს თვალები დაუბრუნეთ ვინმემ, თამაში არ ჩაუგდიაო რაებს არ წაიკითხავ. თამაში არ ჩაუგდია კი არა თითზე ჩამოსათვლელი თამაშებია ისეთი სადაც ჩანდა და რამეს მაინც აკეთებდა. თამაში არ ჩაუგდია თურმე. აღარც ვიცი გამეცინოს თუ ამეტიროს ასეთი სისულელეების წაკითხვის შემდეგ.


    ხო მთელი მსოფლიო ბრმაა შენ ხარ მარტო მართალი

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    schedule 03 ივლ 2021, 14:31
    #3

    რა ასაკის ჩათვლით არის ეს ჯილდო?

  • rivaldo80
    schedule 03 ივლ 2021, 14:24
    #2

    ჯერ უბრალოდ იმიტომ უნდა მიცენ რომ ტიპმა თამაში არ ჩააგდო დაუღალავად ვირივით შრომობს…და აქ ვიღაცებს დღემდე ვერ გაუგია პედრი რატოა ოქროს ბიჭიი სასაცილოაა

  • Albicelecte
    schedule 03 ივლ 2021, 13:36
    #1

    რა თქმა უნდა, თანაც ულაპარაკოდ!!!
    ოლიმპიადაზეც უნდა წავიდეს, არაა იქ ისეთი დატვირთვა, რომ ძალიან დიდი წნეხი გამოდგეს