“ბარსელონას” ნახევარმცველი, პედრი გონსალესი, ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში მონაწილეობას მიიღებს. 18 წლისა და 219 დღის ასაკში, პედრი შვეიცარია-ესპანეთის მატჩის სასტარტო შემადგენლობაშია.
Goal-ის ცნობით, ევროპის მთავარი სანაკრებო ტურნირის ამ ეტაპზე 18 წლის მხოლოდ 2 ფეხბურთელს უთამაშია: ესენი არიან რენატო სანჩესი (პორტუგალია) და უეინ რუნი (ინგლისი).
აღსანიშნავია, რომ პედრიმ ევრო 2020-ზე აქამდე გამართულ ყველა მატჩში ითამაშა. Opta-ს ინფორმაციით, ისტორიაში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, რომელსაც დიდ ტურნირებზე შედეგი უფრო ახალგაზრდას აქვს ნაჩვენები. ეს ნორმან უაითსაიდია – 1982 წლის მუნდიალზე 17 წლის ფეხბურთელი ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 5-ჯერ მოხვდა.
შეტევა ყავთ ძაან სუსტი. ვფიქრობ ასენსიო არ უნდა დაეტოვებინა ლუჩოს.
ძალიან მაგარი ნიჭიერია
რას ანაწილებს საოცრება ეს ბიჭიი.
ამ ესპანეთს ერთი გამტანი ფორვარდი უნდათ და ვერავინ გააჩერებს. ძირითადს თავი რომ დავანებოთ მარტო ნახევარდაცვაში ზამენაზე ტიაგო ალკანტარა, როდრი და ფაბიან რუიზი უზით, ცალკე რამდენი კარგი ფეხბურთელი არ წაიყვანეს.
გოოოოოლ