FIFA-სთან ინტერვიუში “ბარსელონას” ლეგენდამ და “სან პაულუს” ამჟამინდელმა ფეხბურთელმა, დანი ალვესმა, კატალონიურ გრანდში გატარებული ოქროს პერიოდი გაიხსენა.
“ბარსელონაში” თამაში შეუდარებელი იყო. ვფიქრობ, ის გუნდი რომელშიც მე ვთამაშობდი, ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესოა. არასდროს მინახავს შემადგენლობა, რომლის თითოეული წევრი ერთმანეთთან მსგავსი შეთანხმებით თამაშობდა. 90 წუთის განმავლობაში ყველანი ერთნაირად ვიყავით მომართულნი. ეს ჯადოსნური გუნდი იყო. თამაშის პროცესში განუზომელ ეიფორიას განვიცდიდით.
ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი? საუბარი მხოლოდ იმ ფეხბურთელებზე შემიძლია, რომლებიც ჩემს სიცოცხლეში თამაშობდნენ. მსოფლიოში საუკეთესო მოთამაშე ლიონელ მესია. უამრავი საოცარი ტალანტი მინახავს, მაგრამ ამდენი ხნის განმავლობაში უმაღლესი დონის შენარჩუნება სხვას არავის მოუხერხებია.
– განაცხადა ალვესმა, რომელმაც ლეგენდარული ფორმაციის “ბლაუგრანას” რიგებში 8 სეზონის განმავლობაში 391 მატჩი ჩაატარა და 23 ტიტული მოიგო.



კაი გამოკლევებული ბრაზილიელი ხარ შენც მაგრამ უდიდესი ლეგენდაც ხარ ჩვენი ჩვენი გუნდის❤️ ახლა მოგვცა ახალგაზრდა დანი ალვეში, 27წლის ინიესტა და 25წლის ბუსკეტცი ხო და 25 წლის ეტოო😁😁😁 დაგვეხეს ნა ლუბოი გუნდი.
https://expressnews.ge/index.php?id=128756&fbclid=IwAR3r_n3YpT_U2M22Zpp_ADdNSkTkea94AoxZjtS9CHI2ROLWlJYxGx9K4gI
გთხოვთ გაავრცელეთ და დავეხმაროთ ამ მაგარ გოგოს
დესტს ემერსონს და რობერტოს ძირითადს არ დაანახებს