workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ცვლილებები ოქროს ბურთის რეიტინგში | მესი დაწინაურდა

ცვლილებები ოქროს ბურთის რეიტინგში | მესი დაწინაურდა

ევრო 2020-სა და კოპა მერიკა 2021-ზე მიმდინარე მოვლენების შემდეგ ოქროს ბურთის რეიტინგშიც რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილებაა.

ბუქმეიქერების შედგენილი კოეფიციენტების მიხედვით, ლეო მესის ოქროს ბურთის მოპოვების ყველაზე დიდი შანსი აქვს. მესის კევინ დე ბრუინი მოსდევს, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე ჯერ ისევ შემორჩა. სამეულს კი ნგოლო კანტე ასრულებს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გენიალურად იასპარეზა, მაგრამ ევრო 2020 მანაც და საფრანგეთმაც უსახელოდ დატოვა.

კრიშტიანუ რონალდუს, კილიან მბაპესა და რობერტ ლევანდოვსკის ერთნაირი შანსები აქვთ, თუმცა ეს შანსი ნელ-ნელა მცირდება.

წლის საუკეთესო ფეხბურთელისათვის განკუთვნილი ჯილდოს მაძიებელი ტოპ 10 მოთამაშის კოეფიციენტები შემდეგნაირად გამოიყურება.

1. ლეო მესი (ბარსელონა, არგენტინა) – 3.25

2. კევინ დე ბრუინი (მანჩესტერ სიტი, ბელგია) – 6.5

3. ნ’გოლო კანტე (ჩელსი, საფრანგეთი) – 7

4. რობერტ ლევანდოვსკი (მიუნხენის ბაიერნი, პოლონეთი) – 7

5. კილიან მბაპე (პსჟ, საფრანგეთი) – 7

6. კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი, პორტუგალია) – 7

7. რომელუ ლუკაკუ (ინტერი, ბელგია) – 10

8. ჰარი კეინი (ტოტენჰემი, ინგლისი) – 11

9. რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი, ინგლისი) – 13

10. ნეიმარი (პსჟ, ბრაზილია) – 15

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (18)

  • ბარსა01
    schedule 01 ივლ 2021, 10:11

    ლევანდოვსკის არ აღებინებენ მაგრად ტეხავს

  • DiffeRReNT
    schedule 01 ივლ 2021, 09:37

    ♛BaRcElOnA♛,
    ოქროს ბურთისთვის ბრძოლა 2021 წლიდან იწყება ამ წლიდან კი მესიმ მეტიც გაიტანა და მეტი ასისტიც აქვს თან კოპას მეთხედფინალშია ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და პოლონეთი ჩარჩა და მაგიტოა ასე უკან

  • ♛BaRcElOnA♛
    schedule 01 ივლ 2021, 02:11

    პირადად ჩემი დიდი სურვილია მესიმ აიღოს ისევ,მაგრამ იქნებ ამიხსნათ ლევანდოვსკი ასე ძაან რატო დაიჩაგრა როცა ყველაზე მეტი გოლი გაიტანა ბუნდესლიგა მოიგო კიდე რაღაც გერმანიის თასები და სუპერთასი ანუ კი ევროს ჯგუფში ჩარჩა ვერაფერი ქნა,მაგრამ ესე რატო უნდა უგდებდეს რეიტინგს?

  • DE PE FA
    schedule 01 ივლ 2021, 00:45

    ციტატა: Griezzy7
    მესიმ კოპა აუცილებლად უნდა დადოს და დებრუინმა ვერ უნდა მოიგოს ევროპა და აიღებს ლეო


    მესის თუ კოპა ეყოფა ოქროს ბურთზე მიხედოს კოპას ბელგიას ლუჩო მიხედავს მაფიოზებს თუ გაექცნენ საკითხავი ჯერ ეგაა🙃ბებერი ხარი წევს ევროპას(ბუსი)

  • rivaldo80
    schedule 01 ივლ 2021, 00:25

    მბამეს მანდ რა უნდ გაუგებარია ან კკანტე რანაირად უნდა აიღოოს ოქროს ბურთი ერთერთი ცუდი იყო ევროზეე…ესეიგი საკმარისია გადაბა 3,4 თამაში და ვსიო ოქროსი ხარ და იღადავეთ მესი მთელი ცხოვრება ეგრეაა…)))) და ესპანეთმა თუ მოიგო მაშინ ბუსიკას ეკუთვნის ??? )))))))))))))))))))))))))

  • ♠️Spooky♠️
    schedule 01 ივლ 2021, 00:23

    ციტატა: Clever liar
    არადა მბაპეზე მეტად ილმაზი იმსახურებს მანდ ყოფნას :)) ინგლისი თუ გახდა ჩემპიონი სტერლინგი მოიგებს, არ ეყოფა ლეოს კოპა მემგონი..


    Sterlingis chlung dedas shemovevle me ddd rais sterlingi, copa moigos messim da ase 3 burti sheagdos kide da sterlingma tu ginda eyropa kiara asiac miayolos dd

  • MARADONA1968
    schedule 01 ივლ 2021, 00:09

    მესი ხოდზეა, თან პრინციპულად სერიოზულად, ლეო დადებს, ჩვენი პლანეტის არსება

  • Clever liar
    schedule 01 ივლ 2021, 00:02

    არადა მბაპეზე მეტად ილმაზი იმსახურებს მანდ ყოფნას :)) ინგლისი თუ გახდა ჩემპიონი სტერლინგი მოიგებს, არ ეყოფა ლეოს კოპა მემგონი..

  • Anssumane
    schedule 30 ივნ 2021, 23:58

    რათქმაუნდა მესი მარა დებრუინს კეინს ნეიმარს აქვე ლუკაკუს მშვენიერი შანსები აქვთ რეალური ძაან ა და რატო არაა აქ სუარესი მისმა ატლეტიკომ მისივე დამსახურებით ლალიგა მოიგო და ურუგვაიც შემდეგ ეტაპზეა ზემოთ ჩამოთვლილთაგან კი მესი უნდა უფრთხოდეს ნეიმარს და აქვე კეინს მისი ინგლისი ერთი ნაბიჯით ფინალშია ისე გაუმართლათ ბელგიას კი მანჩინი და კომპანია დაპატიჟებს საფირმო სპაგეტიზე თუარადა ლუჩო ესპანურ სარდელზე

  • ჯორჯ
    schedule 30 ივნ 2021, 23:38

    წელს ისეთი წელია ჩემი აზრით არავინ იმსახურებს

  • La Pulga10
    schedule 30 ივნ 2021, 23:18

    როგორც კრუიფმა თქვა ისე ხდება.

  • KING_BARCA
    schedule 30 ივნ 2021, 23:12

    იასნა ლეო, რა ლევანდოვსკი,რა წინა სეზონი…ლეოს მე 7 დე ოქროს ბურთი ჩაახუტეთ…..

  • C.PC5
    schedule 30 ივნ 2021, 23:00

    თუ დადო ლეომ კოპა უეჭველია რომ ჩაიხუტებს მეშვიდე ოქროს ბურთსაც❤️ ფაქტია არაფერს იშურებს და ცოტა იღბალიც რომ შეაწიოს ღმერთმა ყველაფერი იქნება🙏🙏🙏🙏🙏🙏🙏

  • M10 S9 D11
    schedule 30 ივნ 2021, 22:53

    მესი მოიგებს მეშვიდედ ❤️

  • cruyff9
    schedule 30 ივნ 2021, 22:44

    ციტატა: Iniesta_8
    წელს ვერავისზე იტყვი რომ ოქროს ბურთი ეკუთვნისო. არავის ჰქონია გამორჩეული სეზონი. ლევანდოვსკის მივცემდი წინა წლის პონტში და წელსაც კარგი იყო სანამ ტრავმას მიიღებდა. ბუნდესლიგის ისტორიული რეკორდი მოხსნა და ნაკრებში ვერაფერს მოვთხოვოთ, ამ ევროპაზე ყველაზე სუსტი გუნდი იყო პოლონეთი.


    კაი რა ლევანდოვსკი თუ ძმა ხარ

  • Iniesta_8
    schedule 30 ივნ 2021, 22:26

    წელს ვერავისზე იტყვი რომ ოქროს ბურთი ეკუთვნისო. არავის ჰქონია გამორჩეული სეზონი. ლევანდოვსკის მივცემდი წინა წლის პონტში და წელსაც კარგი იყო სანამ ტრავმას მიიღებდა. ბუნდესლიგის ისტორიული რეკორდი მოხსნა და ნაკრებში ვერაფერს მოვთხოვოთ, ამ ევროპაზე ყველაზე სუსტი გუნდი იყო პოლონეთი.

  • Diana
    schedule 30 ივნ 2021, 22:17

    მე7 ოქროს ბურთი მოგორავს ❤🐐

  • Memphis Depay
    schedule 30 ივნ 2021, 22:15

    კოპა თუ დადო მაგარი შანსი ექნება ლეოს.