არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ლიონელ სკალონი, ბოლივიასთან მატჩის წინ, კომენტარს აკეთებს.
მისი თქმით, არგენტინის სასტარტო თერთმეტეულში მუდმივი ადგილი მხოლოდ ლიონელ მესის აქვს.
ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში ადგილი მხოლოდ ერთ ფეხბურთელს აქვს გარანტირებული და ყველამ იცის თუ ვინ არის ის.
მასზე უკვე ყველაფერი ნათქვამია. ერთი და იმავეს განმეორება აზრს კარგავს. ლეოთი ვამაყობთ, ჩვენ მისი გვჯერა და ასე იქნება მომავალშიც, ლეო კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.
– სკალონის სიტყვებს Mundo Deportivo ციტირებს.
ბოლივიისა და არგენტინის დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით, დილის 4 საათზე დაიწყება. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის წინ, ბოლივიას ფლეი-ოფში გასვლის თეორიული შანსიც არ აქვს.
მე მგონი არაეთიკურია მაინც ასე თავზე გადასხმა დანარჩენებისთის.
თვითონ არ ჯერა ლეოს და შენ რანაირად გჯერა შე შიბლა.ამის ტაქტიკა ხო ვერ ამოვხსენი 😄
არც ამ მწვრთნელის იმედი მაქვს, მაგრამ სამპაოლის ჯობია ყველა ვარიანტში მაინც.
არგენტინას ერთი წესიერი მწვრთნელი ხოარ ეღირსა რაა
დღეს უნდა შეყაროს გოლები მესიმ
ბრაზილიაც გამოჩნდა რა გუნდიცაა რეალურად. წინ ალბისელესტე!!
დიახ მეგობრებო, ერთადერთ ფეხბურთელს აქვს გარანტირებული ადგილი ძირითადში და სწორია, ეს ოტამენდია.