“ბარსელონას” დირექტორთა საბჭომ ოთხშაბათს მორიგი სხდომა გამართა, სადაც რამდენიმე საკითხი განიხილეს. მათ შორის, კლუბმა დაადასტურა, რომ 15 აგვისტოს მაროკოში, ტანჟერში ამხანაგური მატჩის გასამართად დეტალებს ათანხმებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი ადგილობრივ მეტოქესთან შესათანხმებლად მუშაობენ.
აქამდეც ცნობილი იყო, რომ ჰანსი ფლიკმა კლუბს დამატებითი ამხანაგური მატჩის მოძებნა სთხოვა. შეხვედრა 8 აგვისტოს უდინეში დაგეგმილ სამთა ტურნირსა (სადაც გუნდი “უდინეზესა” და “ნოტინგემ ფორესტს” დაუპირისპირდება) და 19 აგვისტოს ეგვიპტურ “ალ აჰლისთან” ჩანიშნულ ჟოან გამპერის თასს შორის უნდა გაიმართოს.
ფინანსური სარგებელი
Mundo Deportivo-ს ცნობით, ტანჟერში ამხანაგური მატჩის ჩატარებისთვის “ბარსელონა” დაახლოებით 4.5 მილიონ ევროს მიიღებს. სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას ეს თანხა კლუბისთვის ძალიან სასარგებლოა და სამომავლო ტრანსფერების დასასრულებლად შეიძლება იქნას გამოყენებული.
ქალთა გუნდის გეგმები
პირველი გუნდის გარდა, “ბარსელონას” ხელმძღვანელობა ქალთა გუნდისთვის “მანჩესტერ სიტის” წინააღმდეგ ამხანაგური მატჩის გამართვასაც განიხილავს. შეხვედრა 15 აგვისტოს არის დაგეგმილი. “ქალაქელები” ინგლისის მოქმედი ჩემპიონები არიან, ამიტომ დადასტურების შემთხვევაში, ეს პერე რომეუს გუნდისთვის უმაღლესი დონის სპარინგი იქნება.
“ბარსელონა მაროკოში ამხანაგურ მატჩს ათანხმებს: კლუბი სოლიდურ თანხას გამოიმუშავებს”
ვერაფერს იტყვი 4.5 მილიონი მართლაც სოლიდური თანხაა.