“ბარსელონაში” ფილიპე კოუტინიოს მომავალი გაურკვეველია. ბრაზილიელი შემტევის კატალონიური კარიერა განსაკუთრებით წარმატებული ვერ გამოდგა და კლუბს სურს, მისი მაღალი ხელფასის გადახდისგან თავი მალე გაითავისუფლოს. ტრანსფერიდან იმასთან მიახლოებული თანხის მიღება, რაც “ბარსამ” თავდაპირველად გადაიხადა, არარეალურია.
Sport-ის ჟურნალისტის, ლუის მიგელსანსის ინფორმაციით, კოუტინიოს დამატების სურვილი 3 კლუბს აქვს: მილანის “ინტერს”, “ლესტერსა” და პრემიერ ლიგის კიდევ ერთ კლუბს, რომელიც არ სახელდება.
სამივე კლუბს იჯარა სურს, რაზეც “ბარსელონა” თანახმაა, “ინტერი” კი იჯარასთან ერთად გამოსყიდვის უფლებასაც ითხოვს.
ტრანსფერის ალტერნატივა კოუტინიოს ხელფასის საგრძნობლად შემცირებაა. ამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია და კატალონიური გამოცემის ცნობით, მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.




ბარსას რაც გაუკეთა (8:2) მას მერე საერთოდ შემზიზღდა ეს მტირალა, მუდმივად უკმაყოფილო ბრაზილიელი.
გეთანხმები,ლივერისთვის გადასახდელ ბონუსსაც გადაიხდის გუნდი ჯანდაბას, ხანდახან მაინც თუ დადებს დონეს და უტრავმოდ ითამაშებს.
გაიჯარებას ისევ ხელფასის საგრძნობლად შემცირება და დატოვება ჯობია ჩემი აზრით
რა იმედისმომცემი ტრანსფერი იყო არადა , დაფრინავდა ლივერპულშიც და ბრაზილიაშიც მაგრამ ნამუსი და სინდისი არ ჰქონია , გადმოდიან მილიონებს იღებენ არაფრის კეთებაში და სულ არ ჰკიდიათ?
მე რო ფეხბურთელი ვიყო, ნამდვილად შემრცხვებოდა. დალოცვილო 150 მილიონი გადავყარეთ შენს ყიდვაში, ხელფასი ალბათ 12 მილიონი წელიწადში ეგეც ალბათ დაახლოებით 50 მილიონი. და ოდნავ არ უტყდება რო გუნდს ამხელა ზარალი ანახა და 2 კაპიკის საქმე არ გაუკეთებია? ხელფასი მაინც დაიკელი რა ღორობაა არაფერს არ აკეთებ და მილიონებს იჯიბავ?
მსურველი კი ყავს მარა წაყვანა არავის უნდა
გაიას ტრანსფერი და ბასტონიში კოუტინიო+ალბა ძალიან რეალური მოჩანს
გაიას ტრანსფერისათვის მგონი ალენია+ბრაითვაიტს ითხოვენ მესტალიაზე, ნორმალური ბარტერი გამოდის
გაია თუ მართლა მოვა ინტერს კოუტინიო და ალბა მივცეთ და ბასტონი გამოგვატანონ.