წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 26 ივნისს მოხდა.
თამაშები
26 ივნისს “ბარსელონას” 4-ჯერ უთამაშია. კატალონიელებმა 2 მატჩი მოიგეს და 2 ფრედ დაასრულეს.
1952 წელი
“პარკ დე პრენსზე” ლათინური თასის 1/2 ფინალი გაიმართა, რომელშიც “ბარსელონამ” “იუვენტუსი” 4-2 დაამარცხა. კატალონიელთაგან გოლები მაჩონმა, ბასორამ (2) და კუბალამ გაიტანეს.
1983 წელი
ესპანეთის ლიგის თასის პირველ მატჩში “სანტიაგო ბერნაბეუზე” “რეალ მადრიდმა” და “ბარსამ” 2-2 ითამაშეს. გოლები კარასკომ და მარადონამ გაიტანეს, არგენტინელი კი მადრიდულმა პუბლიკამ მოედნიდან აპლოდისმენტებით გააცილა.
1994 წელი
“ბარსელონას” ქალთა გუნდმა ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო. მადრიდში გამართულ ესპანეთის თასის ფინალში კატალონიელებმა “ორიკიეტა ვილიავერდე” 2-1 დაამარცხეს. თამაშს 400 გულშემატკივარი ესწრებოდა.
2001 წელი
“ბარსელონაში” ერთი წლის გატარების შემდეგ ემანუელ პეტი ლონდონში დაბრუნდა, ამჯერად “ჩელსიში”.
2002 წელი
ქალთა გუნდი ოფიციალურად გახდა “ბარსელონას” კლუბის წევრი და მას მიენიჭა სახელი FC Barcelona Femenì.
2011 წელი
“ბარსელონას” ფუტსალის გუნდი ისტორიაში პირველად გახდა ესპანეთის ჩემპიონი.
2019 წელი
81 წლის ასაკში გარდაიცვალა ნურია ლიანსა. ის “ბარსელონას” ქალთა გუნდი ლეგენდაა. მან მონაწილეობა მიიღო “ბარსას” ქალთა გუნდის პირველ მატჩში – 1970 წლის შობას. 1980-იანი წლების დასაწყისიდან ის ქალთა გუნდს სათავეში ჩაუდგა და სწორედ მისი დამსახურებაა, რომ გუნდმა დღემდე ასეთი ფორმით მოაღწია.
2023 წელი
“ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ილქაი გიუნდოგანი “მანჩესტერ სიტიდან” კატალონიურ კლუბში უფასოდ გადმოიოდა.
დიდი პატივისცემა ნურია ლიანსას. ალბათ ძალიან გაეხარდებოდა ქალების დღევანდელი მიღწევები.