“ბარსელონა” ხოსე გაიასა და მარკოს ალონსოს ვარიანტებს განიხილავს

“ბარსელონა” ხოსე გაიასა და მარკოს ალონსოს ვარიანტებს განიხილავს

“ბარსელონა” განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მარცხენა მცველის პოზიციაზე ახალ ვარიანტებს ეძებს.

Mundo Deportivo-ს ინფორმაციით, თუ კლუბს ჟორდი ალბა დატოვებს, პრიორიტეტი “ვალენსიას” მარცხენა მცველი, ხოსე გაიაა. მისი კონტრაქტი “ღამურებთან” 2023 წლამდე მოქმედებს და გახანგრძლივების საკითხზე მოლაპარაკებები შეჩერებული აქვს. მისი ტრანსფერი ალბას მომავალზე იქნება დამოკიდებული.

მეორე მარცხენა მცველის, ჟუნიორ ფირპოს შემცვლელად კი “ბარსელონა” ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელს, მარკოს ალონსოს განიხილავს. მისი კონტრაქტი “პენსიონერებთან” ასევე 2023 წლამდე მოქმედებს და ესპანელი კლუბში თავისი როლით უკმაყოფილოა. “ბლაუგრანა” იანვარში ახლოს იყო, რომ ის იჯარით აეყვანა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (10)

  • king artthur
    26 ივნ 2021, 18:15

    ალბა დატოვეთ და გაია დაამატეთ

  • Don_Andresito
    26 ივნ 2021, 18:14

    ორივე თუ მოვიდა ერთი მაინც გაამართლებს, გაია რამდენიმე წელი გამოგვადგება, ალონსო 1-2 წელი. ალბა მერე აღარ დამენანება. მარა ჯობს ალბას აეწვას და ხელფასი კარგად შეიმციროს, ყიდვით მარტო გაია ვიყიდოთ.

  • El pistolero 9
    26 ივნ 2021, 16:13

    ანუ ალბას ცვლიან ბასტონიში და ეგაა. მშვენიერი ვარიანტებია შერჩეული. ადაპტაცია არცერთს არ გაუჭირდება ესპანელები არიან

  • nika 54
    26 ივნ 2021, 14:45

    ორივე ისე რა ვარიანტია.

  • ალექსანდრე გეგეჭკორი
    26 ივნ 2021, 13:33

    Griezzy7,
    უშვებენ ინტერში😶

    გაცვლიან ვინმეში 😒
    torniket,

  • torniket
    26 ივნ 2021, 12:27

    მეეჭვება ორივეს ყიდვის ფული ქონდეთ…

  • M10 S9 D11
    26 ივნ 2021, 11:10

    რა ალლნსო გრიმალდო მოიყვანეთ

  • La Pulga10
    26 ივნ 2021, 10:39

    ვაა გაია კაიააა!!ალონსოც ზამენისთვის არაა ცუდი!!!გავუცვალოთ ვინმეში რა პრობლემაა ცოტა გვყავს თუ რა გასაცვლელი ფეხბურთელი.

  • GiorgiGabe99
    26 ივნ 2021, 10:33

    ბალდე დააწინაურონ და გაიასთან კონკურენციაში ძაან კარგი იქნება მითუმეტეს რო ორივე ძალიან სწრაფია

  • gecheche
    26 ივნ 2021, 10:18

    ანუ ორივეს მოყვანა უნდა ბარსას გაია ძირითადი ალონსო ზამენა მშვენიერი ვარიანტებია